ამერიკის შეერთებულ შტატებში უცნობმა პირებმა, ტელეარხი Discovery Channel-ის პროდიუსერი ჯო მაკ-მაგონი მოკლეს. ცნობილი პროდიუსერი საკუთარ სახლთან, კალიფორნიის შტატში, ქალაქ პასადენში მოკლეს. იუწყება Inquisitr-ი. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ყვებიან ,,მაკ-მაგონი გვიან ღამით, ხმაურის ხმის გაგონებაზე ეზოში გავიდა, შემდეგ ყველაფერი წამის მეასედში მოხდა. მას რამოდენიმე ტყვია დაახალეს. ექიმების მოსვლადე ის გარდაიცვალა“ - არაოფიციალური ინფორმაციით, ქილერები პროდიუსერის სახლთან ავტომობილით მივიდნენ. პოლიცია მკვლელობის რამოდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, ისინი შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ, რაგდან მათი ინფორმაციით, მაკ-მაგონს ადგილობრივ ბანდებთან ურთიერთობა არ ჰქონდა. სავარაუდოდ ცნობილი პროდიუსერი შემთხვევით ბინის ქურდებს გადაეყარა და ეს შეხვედრა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.