უკრაინის პრემიერ მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა, უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. ,,ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისაგან დამატებით მხარდაჭერას მივიღებდით. გვესმის, რომ ნატო-ს წვერი ქვეყნების უმრავლესობა წინააღმდეგია, უკრაინას თავდაცვითი საშუალების იარაღი მიაწოდოს, თუმცა ბოლო მომენტამდე იმედს არ ვკარგავდით, რადგან ამერიკელების დახმარებით, ჩვენი ჯარი უფრო მტკიცე და ბრძოლის უნარიანი გახდა" - წერს Associated Press-ი. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ მინისტრმა, ჯო ბაიდენისაგან და ბარაკ ობამასაგან, რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ სანქციების ვადის გაგრძელების პირობა მიიღო.