QronikaPlus
ვლადიმერ პუტინი: „ყირიმის დაბრუნება სისხლისღვრის გარეშე შევძელით“

ვლადიმერ პუტინი: „ყირიმის დაბრუნება სისხლისღვრის გარეშე შევძელით“

2015-03-16 05:19:22

აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა, ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში ,,ყირიმი გზა სამშობლოსაკენ“ გააკეთა, რომლის საპრემიერო ჩვენება ,,Россия 1“ ტელევიზიით შედგა. ,,ოპერაციაში ჩართული იყვნენ თავდაცვის სამინისტროს და სხვა იურიდიული სამსახურების პროფესიონალი კადრები. საგარეო უწყებამ დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა. შიდა პოლიტიკის წარმმართავი სამსახურების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად უმოკლეს დროში დადეს გეგმა, რომელმაც საბოლოოდ ყირიმს ნანატრი მშვიდობა აჩუქა და სამშობლოსაკენ დასაბრუნებელი გზა გაუკვალა. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, ადგილობრივმა მოსახლეობამ გვაგრძნობინა, რომ ეს მათი არჩევანი იყო და უბრალოდ მათი მიტოვების უფლება არ გქვონდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კიევის ხელისუფლების მიერ მობილიზებული რადიკალური ჯგუფები ნახევარკუნძულზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ, რომელიც შემდგომ ფართომასშტაბიან ომში უნდა გადაზრდილიყო. ეს უბედურება შევაჩერეთ და ყირიმი ახალი, მისთვის კარგად ნაცნობი გზით ,განვითარების ახალ ეტაპს დაუბრუნდა“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.  

გაზიარება