QronikaPlus
ნემცოვის მკვლელობის საქმეში, ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი ფიგურირებს

ნემცოვის მკვლელობის საქმეში, ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი ფიგურირებს

2015-03-04 05:26:13

ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის გარშემო მომუშავე, ოპერატიული საგამომძიებლო სამსახურის აგენტები, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე მყოფ, ერთ-ერთ ავტომობილს ეძებენ. როგორც LifeNews-ი იუწყება, სათვალთავლო კამარების მონაცემების შესწავლის შემდეგ, სამართალდამვაცი ორგანოების ყურადღება ,,ფორდის“ მარკის მუქი ფერის ავტომობილმა მიიქცია, რომელიც მათი თქმით, მკვლელობის ადგილზე რამოდენიმეჯერ საეჭვოდ გადაადგილდა. ოპერატიული მასალით, ირკევა, რომ აღნიშნული ავტომობილი, ნემცოვის მკვლელობის დროს 23სთ-30 წთ-ზე ათი წუთის შუალედში, აღნიშნული პერიმეტრის მეორე მწკრივში მოძრაობდა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ,,ფორდის“ მარკის ავტომობილი, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური სფეროს საბიუჯეტო პოლიტიკის და მეცნიერების დეპატრამენტის დირექტორის მოადგილეს იულია ლომეიკოს ემსახურება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მკვლელობის მომენტში, ჩინოვნიკი ქალბატონი ავტომობილში არ იმყოფებოდა. ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის პარალელურად პოლიცია, იმ ავტომობილს ეძებს, რომლის მეშვეობითაც მკვლელებმა, დანაშაულის ადგილი დატოვეს.

გაზიარება