უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ, ადგილობრივი ტელევიზიის «112 Украина»-ი პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მისი და ლუგანსკის ოლქში ამბოხებულთა მხარეზე იბრძვის. ,,ლუგანსკში ტერორისტების მხარეზე ჩემი და ვიქტორია იბრძვის. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ამჟამად ბარიკადების სხვადასხვა მხარეზე ვდგევართ. ვერაფერს ვერ ვიზამ, მან საკუთარი არჩევანი გააკეთა“ - განაცხადა სკანდალებით დახუნძლულმა უკრაინელმა ,,პოლიტიკოსმა“. ლიაშკო ცნობილია, როგორც გაუწონასწორებელი პოლიტიკოსი. კიევში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის მოხალისეთა ჯგუფებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ძირითადად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, სოციალისტური რევოლუციის ბელადის, ვლადიმერ ლენინის ძეგლების დემონტაჟით იყო დაკავებული და აქტიურად იბრძოდა. რეგიონალური თვითმმართველობების წინააღმდეგ.