QronikaPlus
„გამარჯობა, მეგობარო! რა კურსის ხარ, ჩემი ძმა?!“

„გამარჯობა, მეგობარო! რა კურსის ხარ, ჩემი ძმა?!“

2014-11-08 13:39:42

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას, განსაკუთრებით კი, ქართული სახელმწიფოს ევროპული არჩევანის ყბადაღებულ თემას ეხმიანება და საკმაოდ ორიგინალურად გამოხატავს თავის პოზიციას. „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ ბატონი დემურ გიორხელიძის მიერ საჯაროდ გავრცელებულ შეფასებას: „გამარჯობა, მეგობარო, - რა კურსის ხარ, ჩემი ძმა, რა კურსით მოძრაობ?! ჩრდილო-დასავლურ-ატლანტიკური, თუ ევროა-ატლანტიკური?! მიმიხვდი, ალბათ მუღამს, ხომ?! დაგენაცვლე, რა სხარტი აზროვნება გაქვს! ხვდები, არა, რა ხდება ამ კურთხეულ ქვეყანაში, - საქარველოში?! ა ქ: კურსი - ყველაფერია! კურსი - თანამდებობაა! კურსი - კეთილდღეობაა! კურსი - შინ და გარეთ ფულის კეთებაა! კურსი - კორუფციას რომ პოლიტიკურ "დევნად" გიქცევენ (გაქცევინებენ!) ისაა! კურსი - ეს თვით "ორიენტაციაა" (!). კურსი - ვალუტის თავისუფალი კურსი არ გეგონოთ! კურსი - და "ორიენტაცია" იგივურად ტოლია!. კურსი - ტესტია მარიონეტობის ხარისხზე! კურსი - უმაგრესია! კურსი - თითქმის... პულსია! კურსი - უმაქნისი რომ გადადგები და გეტყვიან - კურსი არ შეცლილაო და... მოკლედ, კურსი - კურსია! კურსი - ყველაფერია!“

გაზიარება