ექსპერტი დემურ გიორხელიძე ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას, განსაკუთრებით კი, ქართული სახელმწიფოს ევროპული არჩევანის ყბადაღებულ თემას ეხმიანება და საკმაოდ ორიგინალურად გამოხატავს თავის პოზიციას. „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ ბატონი დემურ გიორხელიძის მიერ საჯაროდ გავრცელებულ შეფასებას:
„გამარჯობა, მეგობარო, -
რა კურსის ხარ, ჩემი ძმა,
რა კურსით მოძრაობ?!
ჩრდილო-დასავლურ-ატლანტიკური,
თუ ევროა-ატლანტიკური?!
მიმიხვდი, ალბათ მუღამს, ხომ?!
დაგენაცვლე,
რა სხარტი აზროვნება გაქვს!
ხვდები, არა, რა ხდება ამ კურთხეულ ქვეყანაში, -
საქარველოში?!
ა ქ:
კურსი - ყველაფერია!
კურსი - თანამდებობაა!
კურსი - კეთილდღეობაა!
კურსი - შინ და გარეთ ფულის კეთებაა!
კურსი - კორუფციას რომ პოლიტიკურ "დევნად" გიქცევენ (გაქცევინებენ!) ისაა!
კურსი - ეს თვით "ორიენტაციაა" (!).
კურსი - ვალუტის თავისუფალი კურსი არ გეგონოთ!
კურსი - და "ორიენტაცია" იგივურად ტოლია!.
კურსი - ტესტია მარიონეტობის ხარისხზე!
კურსი - უმაგრესია!
კურსი - თითქმის... პულსია!
კურსი - უმაქნისი რომ გადადგები და გეტყვიან - კურსი არ შეცლილაო და...
მოკლედ,
კურსი - კურსია!
კურსი - ყველაფერია!“