QronikaPlus
სერგეი ლავროვი: „რუსეთი მზადაა დათმობებზე წავიდეს“

სერგეი ლავროვი: „რუსეთი მზადაა დათმობებზე წავიდეს“

2014-10-28 04:27:58

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დათმობაზე წავიდეს. რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება, გაზეთ «Известия»-სთნ ინტერვიუს დროს გააკეთა. ,,ჩვენ არ ვცდილობთ, ჩვენი ინტერესები ვინმეს თავზე მოვახვიოთ და მზად ვართ დათმობებზე წავიდეთ, ჩვენ ვცნობთ ჩვენი პარტნიორების კანონიერ უფლებებს, რომელბიც საერთაშორისო ნორმების ჩარჩოს არ სცდება. რუსეთთან სიძნელეების გადალახვა პატრნიორ ქვეყნებს თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა არსებული ბარიერი ჩვენ არ აგვიღია. იმ შემთვევაში თუ ზოგიერთი კოლეგა კონსტრუქციული დიალოგის ფორმას აირჩევს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების ხარჯზე საკუთარი ამბიციების დაოკებისათვის არ იქნება გათვლილი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატით, ნებისმიერი დონის შეთანხმება განვიხილოთ. ასეთი დიალოგის მომხრე ვიყავით და ვრჩებით დღესაც. რუსეთის პრეზიდენტმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, კრემლი მზადაა ევროპა-ამერიკასთან დიალოგისთვის. დიდი ხნის მანძილზე ორმხრირივი პარტნიორობის გამოცდილება, საშუალებას გვაძლევს, მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ“ - აცხადებს ლავროვი.

გაზიარება