QronikaPlus
ავსტრალია ერაყის ტერიტორიაზე შესაძლო სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება

ავსტრალია ერაყის ტერიტორიაზე შესაძლო სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება

2014-10-19 06:15:50

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავსტრალიელი სამხედროები, სირია-ერაყის ტერიტორიაზე ,,ისლამისტური სახელმწიფოს" სახელით მებრძოლი ტერორისტების წინააღდეგ, შესაძლო სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. აღნიშნული განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა, ბაღდადში, იბრაგიმ ალ-ჯაფარისთან შეხვედრის დროს გააკეთა. ,,ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ, მხოლოდ და მხოლოდ ერაყის ხელისუფლებასთან შეთანხმებით" რამოდენიმე კვირით ადრე, ავსტრალიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი რადიკალი ისლამისტების წინააღდეგ, პირველი საჰაერო დაბომბვა განახორციელა.

გაზიარება