QronikaPlus
ლატვიის სეიმის არჩევნებში რუსულენოვანი პარტია იმარჯვებს

ლატვიის სეიმის არჩევნებში რუსულენოვანი პარტია იმარჯვებს

2014-10-05 06:52:15

ლატვიის სეიმის არჩევნებში სოციალ დემოკრატიული პარტია ,,სოგლასიე“ ლიდერობს, რომელიც ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენს. პოლიტიკურ პარტიას (პირველი რუსი მერი) რიგის მერი ნილ უშაკოვი უდგას სათავეში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოპოვებული უკანასკნელი მონაცემებით. საარჩევნო უბნებზე ,,სოგლასიე“ 25,6% აგროვებს, მეორე ადგილზე 20.36%-ით ,,მწვანე ქრისტიანთა კავშირია“ მესამე საპატიო ადგილს კი პოლიტიკური პარტია ,,ედინსტვო“იკავებს. ზემოთჩამოთვილი პარტიების გარდა სეიმის დეპუტატობის მანდატი ,,ყველაფერი ლატვიისათვის“ ,,ლატვიის ნაციონალური დამოუკიდებლობის“ და ,,ლატვიის გულიდან“ წარმომადგენლებაც მიიღეს. სხვა დანარჩენმა პარტიებმა კი 5% ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. გამარჯვებული პარტიის ლიდერის უშაკოვის განცხადებით, შეიქნება კოალიციური მთავრობა, რომლის ფორმირებაშიც, პოლიტიკოსებმა ნდობა მმართველ გუნდს უნდა გამოუცხადონ.

გაზიარება