QronikaPlus
რომან შამათავა: „იმედია, სახელმწიფო დროშის დაფლეთასაც არ დამაბრალებთ, რაც ჩემთვის უკიდურესად მძიმე გახლავთ“

რომან შამათავა: „იმედია, სახელმწიფო დროშის დაფლეთასაც არ დამაბრალებთ, რაც ჩემთვის უკიდურესად მძიმე გახლავთ“

2016-10-06 13:22:37

2008 წლის 21 მაისს, საპალამენტო არჩევნების დღეს, რუსმა სამშვიდობოებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ სოფელ ხურჩაში, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სროლა ისმოდა. ქართული ტელევიზიების განცხადებით, ავტობუსები, რომლებითაც ქართველი ამომრჩევლები სოფ. ხურჩაში ხმის მისაცემად მიჰყავდათ, ააფეთქეს და ცეცხლი გაუხსნეს. იმავე დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და სროლების შედეგად დაჭრილი ქალბატონი საავადმყოფოში მოინახულა. შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულ აფეთქებაში აფხაზურ მხარეს ადანაშაულებდნენ, რომელსაც რუსეთიც უჭერდა მხარს.   „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა იმ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყეს, სადაც, პირდაპირ თუ ირიბად, რუსული კვალი იკვეთებოდა. რუსული სპეცსამსახურების დავალებით ყველა იმ პირის დევნა დაიწყო, რომელიც „კოდორი 2007“-ში იყო ჩართული. განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა აფხაზეთის „კუდის“ ყოფილი უფროსი, რომან შამათავა. სულ ახლახან კი მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა, სწორედ ხურჩის ინციდენტის ხელახალი გამოძიებით მოიწონა თავი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი დაკავებულ რომან შამათავას სპეციალურად შეხვდა და დაუანონსა კიდეც, _ ხურჩაში რაც ჩაიდინე, მაგ საქმეზე კიდევ შევხვდებითო! ამავე წყაროს ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი რუსებთან საკმაოდ დაახლოებული პერსონა გახლდათ და მის ძირითად დავალებას სწორედ ხურჩის ეპიზოდში რუსული კვალის წაშლა წარმოადგენდა. რომან შამათავას წინააღმდეგ ხურჩის ეპიზოდზე ჩვენება ყოფილ სპეცრაზმელს, მალხაზ მურღულიას მიაცემინეს და ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებაც გაუფორმეს. პროკურატურამ გვითხრა, რომ ბრალდებულმა მალხაზ მურღულიამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და გამოძიებასთან ითანამშრომლა, მან დანაშაულის ჩადენაში სხვა პირები ამხილა. ბრალდებულმა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან სრულყოფილი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ პროკურატურას განცხადებით ნებაყოფლობით მიმართა და ბრალზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირისთვის სამართლებრივ სახელმწიფოს საპროცესო გარიგება გაეფორმებინა, მით უფრო, 5000 ლარად. ხურჩის ეპიზოდი ადამიანის უფლებათა ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, დამკვირვებლები ხურჩაში 22 მაისს, არჩევნების მეორე დღეს, დილის 11:00 ჩავიდნენ. ისინი გაესაუბრნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, ოფიციალურ პირებსა, საერთაშორისო სამხედრო ექსპერტებს და შემდეგი ინფორმაცია მიიღეს: ავტობუსებს აფხაზების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნამდვილად გადმოჰყავდა ამომრჩევლები, თუმცა ისინი საარჩევნო უბნის მიმართულებით არ წასულან, ამომრჩევლები ავტობუსით სპორტულ მოედანზე მიიყვანეს, რომელიც დე ფაქტო საზღვართან ახლოს მდებარეობს. ექსპერტების განცხადებით, ორი ავტობუსიდან უფრო მცირე ზომისას, სავარაუდოდ, UGL-ის ტიპის ნაღმსატყორცნიდან ესროლეს, რომელსაც საკმაოდ მცირე ზომის მოქმედების არეალი აქვს და მსროლელის განსაკუთრებულ სიზუსტეს საჭიროებს; უფრო დიდი ზომის ავტობუსი, სავარაუდოდ, RGD  -ს ტიპის ყუმბარმმტყორცნიდან ააფეთქეს და ის უფრო სერიოზულად დაზიანდა. ერთ-ერთი ყუმბარა სროლისას მიზანს ასცდა და, დაახლოებით, 30 მეტრის მოშორებით მიწას მოხვდა, რომლის მიხედვითაც ყუმბარმმტყორცნის მიმართულების დადგენა შესაძლებელია. როგორც ამ ანგარიშიდან ირკვევა, იყო არა ორი (როგორც ოფიციალურად ბრალის დადგენილებაში ვეცნობით), არამედ სამი გასროლა. მოგვიანებით, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს ეს მნიშვნელოვანი დეტალი „გამორჩება“ და რომან შამათავას წინააღმდეგ შეთხზულ ეპიზოდში მხოლოდ ორი გასროლა დარჩება!!! რაც თავისთავად გამორიცხავს რომან შამათავას ბრალს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში!!! ის, რომ რომან შამათავას წინააღმდეგ რუსი გენერალიტეტის მასიური შეტევა მიმდინარეობს, ამას არც რუსული მხარე მალავს. მეორე საკითხია, რომ ეს დევნა ქართველების ხელით ხორციელდება. სწორედ პირადი და პოლიტიკური შურისძიებით ხსნის მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებული რომან შამათავა. საქმე რომ შეკერილია, ის უზუსტობებიც მოწმობს, რომლებზეც განსასჯელი შამათავა მის საბოლოო სიტყვაში მიუთითებს. ბრალდების მხარე ხურჩის ეპიზოდს ასე განმარტავს: „მას შემდეგ, რაც ავტობუსებიდან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხალხის ჩამოყვანა დაასრულეს, ტყის მასივში ჩასაფრებულებმა, საბრძოლო მოქმედებების იმიტაციის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ სროლა დაიწყეს, რამაც შეკრებილ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. იმავდროულად, მალხაზ მურღულიამ „ერ-პე-გე-7“-ის მოდიფიკაციის ყუმბარმტყორცნიდან ორჯერადი გასროლით ორივე სატრანსპორტო საშუალება ააფეთქა. შედეგად, სრულად განადგურდა ნესტორ ახვლედიანისა და იური ჭაავას კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო მოქალაქე ნანი ქარდავას სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება მიადგა“. ამ ფაქტზე დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში ახალი გარემოებები წარადგინა, რაც, დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, სრულად გამორიცხავს რომან შამათავასთვის წარდგენილი ბრალის ფორმულირებაში ასახულ რეალობას. ასევე მსჯავრდადებულ მალხაზ მურღულიას ჩვენების სისწორე საფუძვლიან ეჭვებს ბადებს, რომ მსჯავრდადებულ მურღულიასთან, რომელმაც აღკვთის ღონისძიების განხილვის ეტაპზე სასამართლოს განუცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი არ მომხდარა, ხოლო საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე, დროის მცირე მონაკვეთში, ჩვენება შეცვალა, ზუსტად იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებაც გახლავთ ბრალის დადგენილებაში. ოფიციალური დოკუმენტით, კერძოდ, 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მონიტორინგის ადამიანის უფლებათა ცენტრ HRIDC-ის ოფიციალური ანგარიშის შესწავლისა და ანალიზის შედეგად UNOMIG-ის სამხედრო ექსპერტის, ანდერს ტეგნბორგის განცხადებით, ორი ავტობუსიდან უფრო მცირე ზომისას, სავარაუდოდ, ესროლეს UGL-ის ტიპის ნაღმმტყორცნიდან, რომელსაც საკმაოდ მცირე ზომის მოქმედების არეალი აქვს და მსროლელის განსაკუთრებულ სიზუსტეს საჭიროებს. უფრო დიდი ზომის ავტობუსი, სავარაუდოდ, RPG-ს ტიპის ყუმბარმტყორცნიდან ააფეთქეს და ის უფრო სერიოზულად დაზიანდა. ერთ-ერთი ყუმბარა სროლისას მიზანს ასცდა და ის, დაახლოებით, 30 მეტრის მოშორებით მიწას მოხვდა, რომლის მიხედვითაც ყუმბარმტყორცნის მიმართულების დადგენა შესაძლებელია“. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ გამოძიების მიერ არ იყო საქმეზე ჭეშმარიტების მიზნით ნაწარმოები ყოველმხრივი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რაც თავისთავად არღვევს საერთაშორისო სამართლის, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ „რომან შამათავასთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა უდავოდ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: მალხაზ მურღულიას ჩვენებით, ონისიმე კვაშილავას ჩვენებით, ბახვა ჩიქობავას ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, ტარიელ ბარამიას ჩვენებით, ზამო გაბედავას ჩვენებით, მამუკა ლუკავას, ვახტანგ ჯაკონიას, ვახტანგ ბერულავას, დავით ადამიასა და გერმანე ალანიას ჩვენებებით. ასევე ალექსანდრე დანელიას ჩვენებით, ზაზა კაკულიას, ვლადიმერ აბსანძის, ლადო თორიასა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით. 2014 წლის განაჩენის აღწერილობით-სამოტივაცო ნაწილში მოსამართლე განმარტავს: „სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მალხაზ მურღულიამ განმარტა, რომ 2008 წლის 20 მაისს, სამსახურის უფროსის დავალებით, გამოიძახეს სამსახურში. ბახვა ჩიქობავამ მას განუმარტა, რომ 21 მაისს „გაღმა: (სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია) ატარებდა სპეცოპერაციას და ვინაიდან იგი კარგი მსროლელი იყო, მოემზადებინა აღჭურვილობა. მან შეიარაღებიდან აიღო „აკაესი“ მჭიდებით, ასევე ყუმბარმტყორცნი ყუმბარებით და იმ ღამით, სხვა თანამშრომლებთან ერთად, დარჩა სამსახურში. დილით მორიგემ ზარი დარეკა და ყველანი თავიანთი აღჭურვილობით მოეწყვნენ. გაიცა ბრძანება, რომ ჩამსხდარიყვნენ პიკაპებში. ბახვას ბრძანებით იგი მის მანქანაში ჩაჯდა და ანაკლიის მიმართულებით წავიდნენ. შემდეგ რამდენჯერმე გადაუხვიეს, მიადგნენ ხიდს, გაიარეს მეორე სამმართველოს საგუშაგო და აღმოჩნდნენ ხურჩაში, სადაც გაჩერდნენ. ბრძანების თანახმად, ყველანი თავიანთი აღჭურვილობით გადმოვიდნენ მანქანებიდან. უფროსმა მას უთხრა, რომ იქვე დალოდებოდა, ხოლო თვითონ შემადგენლობებს საზღვარზე გაანაწილებდა და კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს მოიყვანდა. მალე ბახვა ჩიქობავა რომან შამათავასთან ერთად დაბრუნდა და მოწმეს მიუთითა, რომ რომან შამათავას ბრძანებები შეესრულებინა და თავად ბახვა წავიდა. მათ იმოძრავეს მოპირდაპირე მხარეს, ღელეს მიმართულებით, რომლის იქითაც აფხაზეთის კონტროლირებადი ტერიტორიაა. მათ გადაუხვიეს მარცხნივ, რა დროსაც რომან შამათავამ უთხრა, რომ მინდვრისთვის მიექცია ყურადღება, სადაც ორი ავტობუსი იდგა, რომლებიც მას ყუმბარმტყორცნით უნდა აეფეთქებინა. ბრძანება იმგვარი იყო, რომ ხალხის დაშინების გზით, არჩევნები ჩაშლილიყო. აღნიშნული ისე უნდა მომხდარიყო, თითქოს აფხაზებმა განახორციელეს სროლები მათი ტერიტორიიდან, რასაც საპასუხო სროლები მოჰყვებოდა, ვინაიდან ტერიტორია და ავტობუსებიც მათი იყო. იგი აღელდა, თუმცა შამათავამ განუმარტა, რომ ავტობუსებიდან ხალხი გადმოსული იყო და არავითარი ზიანი არ მიადგებოდათ, თანაც ბახვას ბრძანებით იგი მიბარებული იყო შამათვაზე და უარი ვეღარ თქვა. იგი წინ გახოხდა, რათა დარწმუნებულიყო, ავტობუსებში ხალხი იყო თუ არა. ცოტა ხანში, შეთანხმებისამებრ, უკნიდან შამათავამ გაისროლა, მან კი ყუმბარით ააფეთქა ჯერ ერთი, ხოლო შემდგომ მეორე ავტობუსი, რა დროსაც გაღმიდან ინტენსიური სროლები წამოვიდა. გამოჩნდნენ ფორმიანებიც, თვითონ კი იმ ტერიტორიას გაეცალა. გასვლისას შეხვდა ბახვას, რომელმაც ჰკითხა, თუ რა უნდოდა იქ, რაზედაც  მან უპასუხა, რომ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ავტობუსებში ხალხი არ იყო, რომან შამათავას ბრძანება შეასრულა და ორივე ავტობუსი ააფეთქა. სროლები რომ შეწყდა, უფროსის ბრძანებით ბაზაზე დაბრუნდნენ, სადაც აღჭურვილობა ჩააბარა. მისი თანამშრომლები ხუმრობდნენ, თუ როგორ კარგად ისროლა და ააფეთქა ავტობუსები. რამდენიმე დღეში კი მას ანგარიშზე დაერიცხა 10 000 ლარი პრემიის სახით. მოგვიანებით, ტელევიზიის საშუალებით შეიტყო, რომ ხურჩაში აფხაზების მიერ აფეთქდა ავტობუსები. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ონისიმე კვაშილავამ განმარტა, რომ 2008 წლის 21 მაისს მას დაურეკეს და უთხრეს, რომ სასწრაფოდ მისულიყო სამსახურში, სადაც დახვდა შამათავა და იარაღით გაემართნენ ხურჩაში. მისვლისას მან შამათავას ჰკითხა, თუ რა ღონისძიება იყო, რომელმაც უთხრა, რომ დათა ახალაიას დავალებით მოსაწყობი იყო დადგმული სცენარი. კოორდინატორებს აფხაზეთიდან მოჰყავდათ ხალხი, რა დროსაც უნდა მომხდარიყო გასროლა, მოსახლეობა შეშინდებოდა, ისინი თავიანთი რეაგირებით დაიცავდნენ მათ. შემდეგ მასთან „ჰაილუქსის“ ავტომობილით ბახვა ჩიქობავა მივიდა, რა დროსაც გამოჩნდა მეორე „ჰაილუქსიც“, საიდანაც ჯემალ ბახტაძე გადმოვიდა, რომელსაც ბახვამ რაღაც უთხრა და წავიდა. უკან დაბრუნებისას მანქანასთან მივიდნენ ბახვა და რომანი, რა დროსაც ბახვამ მას საყვედური უთხრა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მისთვის მიუღებელია ასეთი რამ, იგი გაერიდა და აფხაზეთის მხარეს წავიდა. ამ დროს ხალხის ხმაური გაიგო, რასაც მოჰყვა სროლისა და მინების მსხვრევის ხმა. იგი გაიქცა თხილის მასივისკენ, საიდანაც დაინახა, რომ სტადიონზე გვერდიგვერდ იდგა ორი ავტობუსი. სროლას მალევე მოჰყვა აფეთქებაც, რა დროსაც მან დაინახა მსროლელი მალხაზ მურღულია, რომელიც მეორედ გასასროლად ემზადებოდა. მურღულიამ მეორე გასროლაც განახორციელა, რასაც აფეთქების ხმაც მოჰყვა. ავტობუსები იწვოდა, ხალხი კი გარბოდა. როდესაც მურღულია წამოდგა, მისგან 15 მეტრში შეამჩნია ვიღაც პიროვნება, რომელიც სოფლის მიმართულებით გადიოდა. მურღულიაც სოფლისკენ დაიძრა. მოწმის განმარტებით, ამ დროს მის უკან ჰაერში სროლა-სროლით მორბოდნენ ფორმიანები, რომლებსაც მან დაუძახა, რომ „უზბეკა“ იყო და არ ესროლათ. შემდეგ იგი ტყის სიღრმეში შევიდა, სადაც მან ნახა სერგო უბილავა, რომელსაც უთხრა, რომ ასეთ სპექტაკლებში სპეცრაზმელები არ უნდა მონაწილეობდნენ, რაზედაც მისგან პასუხად მიიღო, რომ დაევიწყებინა ყველაფერი, რათა პრობლემები არ შექმნოდა. აღნიშნულის შემდეგ ის დაბრუნდა სამსახურში, სადაც უთხრეს, რომ გაწმენდილი იარაღი ჩებარებინათ, რაზედაც მან უპასუხა, მიუხედავად ბრძანებისა, მას გასროლა არ უწარმოებია. მეორე დღეს კი სერგო უბილავამ წაიყვანა ანაკლიაში, სადაც იყვნენ ბიჭები, რომლებიც მონაწილეობდნენ წინა დღით ღონისძიებაში, რომელთაგან ერთმა თქვა, რომ ლამის ისიც დაიჭრა უაზრობის გამო. შემდეგ მან პრემიაც მიიღო 10 000 ლარის ოდენობით“. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მოწმე ბახვა ჩიქობავას წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს უფროსად. საქართველოს შსს „კუდის“ უფროსი იყო დ. ახალაია, ხოლო აფხაზეთის „კუდს“ ხელმძღვანელობდა რომან შამათავა. 2008 წლის 20 მაისს მას რ. შამათავა დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დროს, აფხაზეთის მხრიდან სოფელ ხურჩაში მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, რისთვისაც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დამატებითი ძალები უნდა განლაგებულიყო, ასევე მას სჭირდებოდა ყუმბართმტყორცნელი, რომელიც უნდა გადასულიყო ნაბაკევში და მალხაზ მურღულია ამ დავალების შესრულებას შეძლებდა. იმავე დღეს მან თათბირი მოიწვია, სადაც მოადგილესა და განყოფილების უფროსებს შამათავასგან მიღებული დავალება გააცნო. 21 მაისს დილით მასთან ერთად ჯგუფები მითითებულ ტერიტორიებზე დავალების შესასრულებლად იარაღით გავიდნენ, ხოლო მურღულიამ იარაღთან ერთად წაიღო ყუმბართმტყორცნი თავისივე ჭურვებით. ხურჩაში ჩასულმა სოფლის სტადიონზე დაინახა ორი ავტობუსი. ისინი წინა ნაწილით იყვნენ გაჩერებულები სოფელ ხურჩის მხარეს. იქვე, ჟურნალისტებთან ერთად, აფხაზეთიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადმოსული ხალხი ტრიალებდა. შემდეგ მან ჯგუფები გაანაწილა, რაც რომან შამათავამ ნახა. მან ასევე ნახა მურღულიაც, ხოლო შემდეგ შეიარაღებული წავიდა ხურჩისკენ და სოფლის ორღობესთან მივიდა, სადაც „კუდის“ სპეცდანიშნულების პირადი შემადგენლობა იდგა. 15-20 წუთში გაისმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლის ხმა, რასაც ავტომატური გასროლის ხმა მოჰყვა. ხალხი პანიკაში ჩავარდა. დაახლოებით 1 წუთში ყუმბართმტყორცნის ჯერ ერთი გასროლის ხმა გაიგო და სტადიონზე მდგარი ერთი ავტობუსიდან კვამლი ამოვარდა, 15-20 წამში კი ყუმბართმტყორცნიდან მეორე გასროლის ხმა გაისმა და მეორე ავტობუსიც აფეთქდა. იგი სროლით გაიქცა თანამშრომლების მხარეს, რომ გაერკვია, რა ხდებოდა, თუმცა ადგილზე მისული დარწმუნდა, რომ სროლები აფხაზეთის მხრიდან არ იყო და მისი ჯგუფის წევრებს სროლა შეაწყვეტინა. „კუდის“ „სპეცნაზიც“ ისროდა ჰაერში, რასაც მისი დანაყოფის ნაწილიც აჰყვა. შემდეგ სტადიონთან შამათავა ნახა, რომელმაც კითხვაზე, თუ რა მოხდა, უპასუხა, რომ ავტობუსები აფხაზებმა ააფეთქეს, რაც მან არ დაიჯერა, ვინაიდან იგი საზღვართან იყო. ხურჩის მხარეს გასროლა არ მომხდარა და მისთვის, როგორც მებრძოლისთვის, მიუღებელი იყო ჰაერში სროლა. აღნიშნულზე მას შამათავასთან აღარ უსაუბრია და თხილნარისკენ განაგრძო გზა, საიდანაც მალხაზ მურღულია გამოვიდა, რომელმაც მის კითხვაზე უპასუხა, რომ მასთან შეთანხმების გარეშე, რომან შამათავას ნიშანზე, მან ყუმბართმტყორცნიდან ესროლა ავტობუსებს, რის გამოც მისგან საყვედური მიიღო. შემდეგ დაბრუნდნენ ბაზაზე, მეორე დღეს კი შამათავამ უთხრა, რომ „ეგრე იყო საჭიროო“. მოწმეთა ჩვენებების დეტალურად შესწავლის დროს არსებითად საწინააღმდეგო პოზიციები იკვეთება. აღნიშნული ჩვენებები არ არის შეთანხმებული მისი შინაარსიდან და რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დადგენისთვის. სასამართლო განმარტავს რა იმ გარემოებას, რომ ბახვა ჩიქობავას ჩვენება იქნა გამოკვლეული სასამართლოზე და სანოტარო აქტის საფუძველზე, რომლის ავთენტურობაც დადგენილია, ვერ იქნება მიღებული სარწმუნოდ და, ამ ეტაპზე, ვერ გაიზიარებს სასამართლო _ არის მეტად სუბიექტური. საპროცესო კანონმდებლობით ჩვენებად მიიჩნევა სასამართლოში პირის მიერ მიცემული ინფორმაცია. ბახვა ჩიქობავას სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. მისი წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება გამოკვლეულ იქნა პროცესზე და ამავე სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად სანოტარო აქტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ნამდვილად მოქალაქე ბახვა ჩიქობავამ მიაწოდა ინფორმაცია პირს სკაიპის მეშვეობით, რომ ის არ ეთანხმება მის მიერ გამოძიებაში არსებულ ჩვენებას, იგი მიცემული აქვს მუქარის ძალით და მიმართავს სასამართლოს, გაიზიაროს აღნიშნული. ამ შემთხვევაში, ობიექტური სასამართლოს წინაშე ეჭვი გაჩნდებოდა, მის მიერ შექმნილ რომელ დოკუმენტში იყო სარწმუნო და უტყუარი ინფორმაცია და რომელი არ ასახავდა რეალობას. საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, თუ რა კრიტერიუმებით მიანიჭა უპირატესობა მოსამართლემ ბახვა ჩიქობას მიერ წინასწარ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას? ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა რა აღნიშნული, დადგენილად და სარწმუნოდ მიიჩნია ბახვა ჩიქობავასა და მალხაზ მურღულიას აშკარა შეუსაბამო და ურთიერთსაწინაღმდეგო ჩვენებები, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციური პრინციპი. პროცესის მწარმოებელი ორგანოს ვალდებულებაა, მკაცრად დაიცვას იგი: „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდადებულის) სასარგებლოდ“. გაუგებარია, მოსამართლემ რატომ არ გაითვალისწინა მათი ჩვენებები და რა პრინციპით მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი ხასიათისაა (თუმცა პროკურატურის მორიგე მოწმეებს წარმოადგენენ). ან რატომ ამახინჯებს მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს? მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპებს გასცდა და არც კი მიიჩნევს სავალდებულოდ განმარტებას, დაცვის მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს ბრალდების რომელი მოწმის ჩვენება აქარწყლებს, ან აბათილებს. მეტიც, სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაცვის მხარემ წარადგინა შუამდგომლობა ბახვა ჩიქობავას სკაიპის მეშვეობით დაკითხვის თხოვნით, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. არც არის გასაკვირი, რადგან მოწმე ჩიქობავა ყველა იმ ფაქტსა და ინფორმაციას უარყოფს, რაც მან წინასწარ გამოძიებას მისცა. მას სასამართლო სხდომაზე იმ ზეწოლისა და მუქარის შესახებ უნდოდა განეცხადებინა, რაც წინ უსწრებდა ჩვენების მიცემას. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ემა გოგოხიამ განმარტა, რომ 2008 წლის მაისში მუშაობდა სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სპეციალურ კორესპონდენტად. 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნები იყო და დილიდანვე ოპერატორთან ერთად წავიდა ადმინისტრაციული ზღვრის განაპირა ახლომდებარე სოფლებთან, რათა აფხაზეთიდან არჩევნებზე გადმომსვლელები ჩაეწერათ... ხურჩაში მისვლისას, ცენტრთან არმისულმა, სოფლის გასასვლელისკენ ნახა, რომ სამი ადამიანი გადმოდიოდა. მათ უარი უთხრეს ინტერვიუზე, ხოლო სოფლის გამოსასვლელისკენ, მოსახლეობის დიდი ნაკადის გადმოსვლა მისი სტადიონისკენ სვლის მიზეზი იყო. ოპერატორთან ერთად სოფლის გზიდან შევიდა, რომელსაც საერთო ხედის გადაღება სთხოვა, ხოლო თვითონ სტადიონისკენ წავიდა, სადაც ორი ავტობუსი ნახა. იქვე იყო მოსახლეობაც. მოწმის განმარტებით, მის უკან ასევე იყვნენ გ. ბარამია, ჩიქობავა, მ. მურღულია, რ. შამათავა და ო. კვაშილავა, თუმცა ვინაიდან მის კითხვაზე მიხვდა, რომ ისინი კომენტარს არ გააკეთებდნენ, იგი მოსახლეობისკენ წავიდა, სადაც გამგებელი ნახა, რომელსაც ინტერვიუ სთხოვა. ამ დროს დაინახა ოპერატორი მირიან (გიგა) კილასონია და მისი მიმართულებით წავიდა. იგი თან აკონტროლებდა სტადიონის მოპირდაპირე მხარეს _ ნაბაკევის ტერიტორიას, საიდანაც ხალხი გამოდიოდა, რა დროსაც დაინახა რუსულ ფორმაში ჩაცმული ორი „სპეცნაზელი“. თუმცა არ იცის, რუსი იყო თუ აფხაზი. გიგამდე მისვლაც ვერ მოასწრო და ნაბაკევიდან სროლა დაიწყო. იგი ჩაჯდა, რა დროსაც რომამ წამოაყენა და ის და გიგა იქვე ჩაღრმავებულ ადგილში ჩაწვნენ, სადაც გიგას უთხრა, რომ თუ მათ დაიჭერდნენ, არ ეთქვა, რომ ერთად იყვნენ, რადგან იგი ყველაფერს იღებდა, მათი სამიზნე იყო და არაერთხელ ყოფილა მათ ტყვეობაში. სროლები რამდენიმე წუთში ჩაწყნარდა და გადაღება განაგრძეს. სწორედ ამ გარემოებას ადასტურებს, ასევე მოწმე მირიან კილასონია, რომელმაც განმარტა, რომ მხოლოდ სროლების ჩამშვიდების შემდგომ შეძლო გადაეღო ხურჩაში განვითარებული მოვლენების უკვე შედეგი, რაც თავისთავად გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მტკიცებით, პირდაპირი ჩართვა მიმდინარეობდა და ეს წინასწარ გაწერილი სცენარით დადგმულ სპექტაკლს ემსახურებოდა, რაც, ვითომდა, ქართველმა სპეცრაზმელებმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელეს. იმას, რომ გამოძიების ვერსიამ კრახი განიცადა, ზუსტად ადასტურებს მოწმე ივანე მერაბიშვილის ჩვენება: „დოკუმენტი ნამდვილად აჩვენეს მათთვის სანდო ევროპული ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც იყვნენ გაეროს კომისიაში და მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ ინფორმაციის სანდოობაში, მათ დღის წესრიგიდან მოხსნეს საგამოძიებო კომისიის შექმნის ვალდებულება, რითაც დაიბლოკა რუსების მიერ ინიცირებული სპეციალური გამოძიების ჩატარების აუცილებლობა“. თუ ბატონი მერაბიშვილი ცრუობს და ნამდვილად არ შეწყვეტილა გამოძიების აუცილებლობა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც საკითხი ეხება ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებას და არის უმძიმესი, რატომ არ ჩანს საგამოძიებო ორგანოების ოფიციალური მიმართვა UNOMIG-ის საგამოძიებო კომისიისადმი? რატომ არ დაინტერესდა, აღნიშნულმა კომისიამ გააგრძელა თუ არა გამოძიება, დადგენილი იმ გარემოებებით, რომელიც დაადასტურებდა ბრალს, მაგრამ ზუსტად იცოდნენ, რომ ასეთი რამ არ მიმდინარეობდა, რადგან გაეროს მისიის მიერ საქმეში ჭეშმარიტად გარკვევის შედეგად გამოძიების გარდაუვალობა დღის წესრიგიდან ნამდვილად მოხსნეს. სწორედ ამიტომაც არ იქნა მითითებული ფაქტი საქართველოს სახალხო დამცველის არც ერთ საპარლამენტო ანგარიშში. მიუხედავად ამისა, სოზარ სუბარმა, როდესაც იგი მინისტრი გახდა, მისი პოლიტიკური მიზნების გასამყარებლად განაცხადა, რომ ის იყო პირველი, ვისაც შვედმა ექსპერტებმა აღნიშნულ ფაქტზე განუცხადეს. მაშ, რატომ დაარღვია საქართველოს სახალხო დამცველმა, ერთი მხრივ, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები და არ ასახა ანგარიშში „ქართველების მიერ განხორციელებული საზარელი ფაქტი“, როგორც თავად აცხადებენ, და მეორე შემთხვევაში, რატომ დაარღვია კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული „უდანაშაულობის პრეზუმპციის“ პრინციპი? სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსანდრე ახვლედიანმა განმარტა, რომ 2008 წლის მაისში იგი სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. ყველა არჩევნები, რომელიც ტარდებოდა და ტარდება საქართველოში, ყოველთვის მძიმე, პროვოკაციული და ექსცესების თანხლებით მიმდინარეობდა. მის თვალწინ ვაჟკაცურად იღუპებოდნენ ის ბიჭები, რომლებიც მშვიდობიან მისიას ასრულებდნენ. ქართველ მოსახლეობას სურდა, მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა აღნიშნულზე იყო საფრთხეც. 2008 წლის 21 მაისს ხურჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მან საჭიროდ მიიჩნია, რომ ადგილზე მისულიყო. მოწმის განმარტებით, იქ მისულს სროლები დასრულებული დახვდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინსპირირებული იყო აფხაზური მხარის, ან რუსული სპეცსამსახურების მიერ, რომლებიც საქართველოს თავის კანონიერ ტერიტორიას ედავებიან. მოწმის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოში იგი მოლაპარაკებებს აწარმოებდა გენერალ უსტინოვთან, რა დროსაც მან პირდაპირ ჰკითხა, თუ რას აპირებდა რომან შამათავა? შემდეგ სთხოვა რომაზე ზემოქმედების მოხდენა, რომ მას რუსების წინააღმდეგ რაიმე არ ჩაედინა. აღნიშნულზე კი რომან შამათავამ უთხრა, რომ თუ მათ მოსახლეობას რაიმე შეემთხვეოდა, პასუხს აგებინებდა. მოწმის განმარტებით, მან აღნიშნული კარგ მესიჯად მიიღო, ვინაიდან იგრძნო, რომ მხარეს, რომელსაც ესაუბრებოდა, შიში ჰქონდა რომასი, რაც, გარკვეულწილად, კომპენსირებას ახდენდა მათ აღვირახსნილ ქმედებაზე, რადგან მოსახლეობის დაწიოკება, ყაჩაღობა, საზღვრების დარღვევა პერმანენტულ ხასიათს ატარებდა. ყურადსაღებია შემდეგი ჩვენებაც: ზამო გაბედავამ აღნიშნა, რომ ტელეფონი დაკარგა და რომან შამათავასგან შენიშვნა მიიღო. თუმცა განმარტავს, რომ ხურჩის პერიმეტრს არ გასცდენია, როგორც კი გაიგო, რომ დაიჭრა ქალბატონი, დაუყონებლივ ჩასვა იგი მანქანაში და საავადმყოფოში გადაიყვანა. ისმის შეკითხვა, _ სად, რა ადგილზე დაკარგა ზამო გაბედავამ ტელეფონი? რა მიზეზით უსაყვედურა რომან შამათავამ, თუ ნამდვილად უსაყვედურა? როგორ აღმოჩნდა აფხაზების მხარეს მისი ტელეფონი? აქ დასტურდება ის ინფორმაცია, რაც არაერთი მტკიცებულებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა რუსული ძალების შემოსვლას ხურჩის ტერიტორიაზე, რასაც ადასტურებენ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მოწმეები („ბეტეერების“ შემოსვლა). ქართულ პროკურატურას სწორედ ის ეპიზოდი უდევს სისხლის სამართლის საქმეში ვებგვერდიდან ,,humanrights.ge “, რომელიც „სუსის“ თანამშრომელმა როგავამ გამოიკვლია. სტატიებში (რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ ანგარიშს) ასახულია ინტერვიუ რუსლან ქიშმარიასთან, სადაც იგი ქართულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ხელთ ჩაუვარდათ ზამო გაბედავას ტელეფონი... აღნიშნულ საქმეში რუსლან ქიშმარია, ლამის, მოწმედ უნდა გამოეყვანათ, მაშინ როდესაც იგი სამკურნალოდ თბილისში იმყოფებოდა. საინფორმაციო სააგენტო Front News-ის ინფორმაციით, ქიშმარია გალიდან გადმოიყვანეს და ის ამ დროისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ რეანიმაციურ განყოფილებაში იყო მოთავსებული. როგორც Front News -ს კლინიკაში განუცხადეს, ქიშმარიას რთული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია (22 ივნისი 2015 წელი). ეს ფაქტი სახელმწიფო ბრალდებამ დამალა... საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი ეჭვს აღძრავს იმის თაობაზე, რომ რომან შამათავას წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ნანა ფაჟავას ჩვენება არსებობს. იგი, ასევე, განმარტავს, რომ არჩევნების დღეს სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა და პირადად გამოკითხა მოსახლეობა, რომელიც უდასტურებდა, რომ ეს ყოველივე გახლდათ ქართული მხარის ინსცენირებული. საქმის შესწავლის შედეგად დაცვის მხარემ გამოარკვია, რომ 2008 წლის 26 მაისს სახალხო დამცველს ახსნა-განმარტება მისცა რადიო ,,იმედის“ ჟურნალისტმა, ნანა ფაჟავამ. ნანა ფაჟავას განმარტებით, 2008 წლის 21 მაისს აბაშის #63-ე საარჩევნო ოლქის ნორიოს #22-ე საარჩევნო უბანზე თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. „...ნანა ფაჟავა იმყოფებოდა არა ხურჩაში, არამედ აბაშის ოლქში სოფ. ნორიოში. შესაბამისად, მან სასამართლოს ყალბი ჩვენება მისცა. ეს ფაქტი უტყუარად ცნობილი იყო ბრალდების მხარისათვის. თუ არ იცოდა და გამორჩა, დიდი დარღვევაა, რადგან ბრალდების ტვირთი არა ბრალდებულს, არამედ ბრალდების მხარეს აკისრია...“ რომან შამათავას განმარტებით: „საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორის

გაზიარება