2014-2015-2016 წლების ქრონიკა
ჩვენმა ორგანიზაციამ 2014-2015-2016 წლებში განხორციელებული შესყიდვების ანალიზი ჩაატარა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემა პარალიზებულია, არასწორი მიმართულებით მუშაობს და კორუფციის მაღალი რისკის შემცველ ხელშეკრულებებს შეიცავს.
საერთოდ, სახელმწიფო შესყიდვებით გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ოდენობა საქართველოს ბიუჯეტის 30-32%-ს შეადგენს. მაგალითად: 2015 წლის განმავლობაში გაფორმდა 3 200 000 000 ლარის ხელშეკრულებები. აქედან 1 000 000 000 ლარზე მეტი გაფორმებულია უტენდეროდ, რაც ძალიან დიდი რისკის შემცველი ხელშეკრულებებია და ძირითადი ნაწილი არ საჭიროებდა ასეთ შესყიდვებს _ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა იგი „გააპრავეს“ კანონის სხვადასხვა მუხლით, რათა თავი აერიდებინათ ღია კონკურენტული ტენდერებისთვის და ხელშეკრულებები გაეფორმებინათ თავიანთ სასურველ კომპანიებთან, რაც იწვევს გაფლანგვებს, არარაციონალურ ხარჯვას და ხშირად უხარისხო, ვადაში დაუსრულებელ სამუშაოებს.
თბილისის მერია, ჩვენი კვლევების საფუძველზე, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცუდი შესყიდვების პრაქტიკის ორგანიზაციას. ეს გამოიხატება დიდი რისკის კორუფციული, უტენდერო ხელშეკრულებების სიმრავლით, არაკვალიფიციურად ჩატარებული ტენდერებით, რაც, საბოლო ჯამში, იწვევს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას.
ჩვენ წარმოგიდგენთ ქ. თბილისის მერიისა და მისი სამსახურების მიერ 2014-2015-2016 წლებში გაფორმებული გამარტივებული, უტენდეროდ დადებული ხელშეკრულებების ანალიზს.
ქვემოთ ცხრილის სახით გთავაზობთ იმ ხელშეკრულებების ნაწილს, რომლებიც უტენდეროდ გაფორმდა
დამკვეთი შემსრულებელი ხელშეკრ. დადების თარიღი თანხა ხელშეკრულების საგანი საფუძველი შენიშვნა
თბილისის მერია
შპს „ცეკური“
14.11.2014
1`040`041
თბილისის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია
გადაუდებელი აუცილებლობა სამუშ. ნაცვლად 45 დღისა - 7 თვე. გარანტიების პრობლება 3 კვირა...
თბილისის მერია
შპს „ცეკური“
19.11.2014
474`231
საბურთ. რ-ნი, ბურძგლას ქუჩის რეაბილიტაცია გადაუდებელი აუცილებლობა სამუშ. ნაცვლად 60 დღისა - 6 თვე. გარანტიების პრობლება 3 კვირა...
თბილისის მერია
შპს „ცეკური“
19.11.2014
251`595
ნაძალადევ რ-ნი, წეროვანი-ხუდადოვის დამაკავშ. ქუჩების რეაბილიტაცია
გადაუდებელი აუცილებლობა
სამუშ. ნაცვლად 45 დღისა - 6 თვე. გარანტიების პრობლება 3 კვირა...
თბილისის მერია
შპს „ცეკური“
19.11.2014
178`382 წყნეთში ჩოლოყაშვილისა და ახალდაბის ქუჩების რეაბილიტაცია
გადაუდებელი აუცილებლობა
სამუშ. ნაცვლად 45 დღისა - 9 თვე. გარანტიების პრობლება 3 კვირა...
თბილისის მერიის 100% შპს „სინათლის ქალაქი“
შპს „გრატო ლაით“ (404492795)
09.10.2015
1`720`786
ფუნიკულიორის ანძის დამატებითი განათების სამუშაოები
ხელშეკრ. დამალულია სააგენტოს მიერ. ხელშეკრულება გააფორმეს ახალდაფუძნებულ კომპანიასთან, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.
თბილისის მერია
შპს „ალიანსი“
25.03.2015
8`468`914
ქ.თბილისში, ოლიმპიურ სოფელში გარე კანალიზაციის სამუშაოები მთავრობის განკარგულება15.01.2015 #7 70 დღე ხელშ. დადებამდე. ტენდერი თავისუფლად ჩატარდებოდა.
სამუშ. ნაცვლად 90 დღისა-6 თვე.გარანტიების პრობლება 3 კვირა...
თბილისის მერია შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“
15.05.2015 3`479`499 ქ.თბილისის ზღვის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მთავრობის განკარგულება06.05.2015 #913 სამუშაოები ნაცვლად 2 თვისა-11 თვის შემდეგ
თბილისის მერია
შპს „დაგი“
04.06.2015
1`998`612
სამგორის რ-ნი, მუხაძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები
მთავრობის განკარგულება15.05.2015 #972 სამუშაოები ნაცვლად 2 თვისა-ჯერაც მიმდინარე საგარანტიო ვერ წარმოადგინა. დააბრალეს 13-14 ივნისის ტრაგედიას
თბილისის მერია
შპს „დაგი“
14.11.2014
481`604
მთაწმინდის რაიონის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები
გადაუდებელი აუცილებლობა სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 45 დღეში. დასრულდა 165 დღეში
თბილისის მერია
შპს „დაგი“
14.11.2014
760`178 დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები
გადაუდებელი აუცილებლობა სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 45 დღეში. დასრულდა 165 დღეში
თბილისის მერია
შპს „დაგი“
14.11.2014
760`178 ვაკე-საბურთალოს რაიონის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები
გადაუდებელი აუცილებლობა სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 45 დღეში. დასრულდა 165 დღეში
თბილისის მერია
შპს „ძამა“
30.07.2015
1`620`486 გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორისს გზების რეაბილიტაცია მთავრობის განკარგულება23.07.2015 #1678 გაურკვეველია პრინციპი, როგორ შეირჩა ეს ორგანიზაცია. მოგება - 8%, ზედნადები -10%
თბილისის მერია
შპს „ძამა“
22.07.2015
1`028`024 გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორისს გზების რეაბილიტაცია მთავრობის განკარგულება14.06.2015 #1229 გაურკვეველია პრინციპი, როგორ შეირჩა ეს ორგანიზაცია. მოგება - 8%, ზედნადები -10%
თბილისის მერია
შპს „ძამა“
04.12.2015
2`189`637 ქ. თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩის რეაბილიტაცია
გადაუდებელი აუცილებლობა უნდა დამთავრებულიყო 37 დღეში , დასრულდა 120 დღეში.
თბილისის მერია შპს „სამშენებლო- საპროექტო ჯგუფი“ (404967746) 09.12.2015 1`189`855 ქ. წამებულის გამზირი #2 გადაუდებელი აუცილებლობა
2015 წლის 26 სექტემბრის წერილი ხელშეკ. ვადა 6 თვე. ამ ეტაპზე 25%-ია შესრულებული.
თბილისის მერია
შპს „ჯიარჯი“ (404982480)
23.12.2015
2`932`468 კოჯორი, სამადლოს დამაკავშირებელი გზა განკარგულება10.11.2015 #2411 ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვე არ დაწყებულა სამუშაოები. ახალი წელი.
თბილისის მერია
შპს „ჯიარჯი“ (404982480)
10.02.2016
4`078`707
თბილისი-კოჯორი-მანგლისის გზა
13-14 ივნისის ტრაგედის შედეგების რეაბილიტაცია ხელშეკრულება 3 თვეში უნდა დასრულებულიყო.3 თვის შემდეგ შესრულებული იყო სამუშაოების 10%.
თბილისის მერია შპს „ჯეუ გრუპი“ (205251537) 18.04.2016 4`993`986 კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა განკარგულება15.04.2016 #644 შეიძლებოდა ტენდერის ჩატარება. დაგვიანებითი სამუშაოები.
თბილისის მერია
შპს AჭAღD (404406914)
19.04.2016
1`314`139 კრწანისი-შინდისის გზიდან მილების გადატანა განკარგულება15.04.2015 #644 არანაირი აუცილებლობა არც გზებისა და არც მილების გადატანისა არ იყო, უტენდეროდ.
ზოგიერთი მათგანი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ:
2015 წლის 4 დეკემბერს ქ. თბილისის მერიამ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ძამასთან“ თანხით 2 189 637 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა „გადაუდებელი აუცილებლობის“ მუხლის გამოყენებით, უტენდეროდ. ამ ხელშეკრულების მიხედვით, შემსრულებელ შპს „ძამას“ უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 37 დღეში, ანუ 2015 წლის 4 დეკემბრიდან 2016 წლის 11 იანვრამდე! გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, ეს არის წინასაახალწლო და ახალი წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც სახალხო ზეიმია, შობა-ახალი წელი, ადამიანები ამ დროს არ მუშაობენ და ამ კომპანიას არც უმუშავია. ხელშეკრულება ნაცვლად 37 დღისა, დასრულდა 120 დღეში, ანუ 4 თვეში. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ ეს ხელშეკრულება არ შესრულდებოდა, მაგრამ ის „გაპრავდა“ კანონის ამ მუხლით.
სახელმწიფო შესყიდვების კანონის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას (გთავაზობთ ამონაწერს კანონიდან):
გადაუდებელი აუცილებლობა _ ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
შემდეგ ეს ვადაგადაცილება „გაპრავდა“ უამინდობით. რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდში, დეკემბერ-იანვარში, ან გაწვიმდება, ან გათოვდება, რაც ხელისშემშლელი გარემოებაა, მაგრამ ეს ხომ უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც ნიშნავს, რომ „გადაუდებელის“ გამოყენება იყო კანონის დარღვევა და ის ხელოვნურად გამოიყენეს, რათა შპს „ძამასთვის“ ხელშეკრულება მიეცათ.
ამავე შპს „ძამამ“ 13 ივნისს თბილისში, გმირთა მოედანზე და მის მიმდებარედ განახორციელა დაზიანებული ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს შესყიდვა მოხდა მთავრობის დადგენილებით, გამარტივებული შესყიდვით. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ იყო ტენდერის დრო, მაგრამ ვნახოთ და დავსვათ შეკითხვა, თუ რატომ, მაინცდამაინც, შპს „ძამა“? იყო თუ არა რაღაც დონეზე შერჩევა, ფასთა კოტირება, ან სხვა მსგავსი?
რა თქმა უნდა, _ არა!!!
ყველას გვახსოვს, თუ როგორი ერთსულოვნება გამოიწვია ამ ტრაგედიამ. ადამიანები უფასოდ მუშაობდნენ, მოხალისეები მთელი საქართველოდან მობილიზებული და ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და, აგრეთვე, იყო უამრავი შემოწირულობა. უამრავი კომპანია, მათ შორის, სამშენებლო, აცხადებდა უფასო დახმარების სურვილს.
ამ დროს კარგი შესყიდვა (ვიმეორებ: „კარგი შესყიდვა“!) იქნებოდა, რომ თბილისის მერია, ნაცვლად ათასი პოლიტიკური, არაფრისმომცემი განცხადებისა იმ დღეებში, გამოსულიყო და ყველა სამშენებლო ორგანიზაციისთვის მოეწოდებინა, ჩართულიყვნენ ამ შერჩევის პროცესში. იქნებ, კომპანიებს, ქველმოქმედების მიზნით, სურვილი გამოეთქვათ და შეესრულებინათ სამუშაოები მინიმალური გეგმური დაგროვებით, მინიმალური მოგებით და მინიმალური ზედნადები ხარჯებით. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა, არამედ ჩუმად, დამალულად გაუფორმეს შპს `ძამას~ ეს ხელშეკრულებები. თუ გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ ჩადებულია მაქსიმალური დასაშვები მოგება 8% და მაქსიმალური ზედნადები ხარჯები 10%!!! სამშენებლო კომპანიები და ჩახედული ადამიანები მიხვდებიან, ზემოთქმული რასაც ნიშნავს.
და ეს გაფორმდა, ჯამში, მარტო შპს „ძამას“ თანხებით, 1 620 486 და 1 028 024 ლარი.
აუცილებლად გვინდა ცალკე გამოვყოთ ის კონტრაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ბოტანიკურ ბაღთან, მისი ნაწილის გასხვისება/გაცვლასთან. საზოგადოებას ახსოვს, თუ რა სიჩქარით შესრულდა იქ გზების სამუშაოები და აგრეთვე იმ მილების გადატანა, რომლებიც ხელს უშლიდა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებას და გზების სამუშაოებს.
ყველა ეს სამუშაო განხორციელდა მთავრობის დადგენილებით _ რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისი მუხლით „გაპრავდა“ და უტენდეროდ გაფორმდა. კერძოდ, ქ. თბილისის მერიამ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ჯეუ გრუპთან“ კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობაზე, თანხით 4 993 286 ლარი, საქართველოს მთავრობის განკარგულება #644, 15.04.2016.
სახელმწიფო მნიშვნელობის ხელშეკრულება უნდა დასრულებულიყო 4 თვეში, ამიტომ არ ჩაატარეს ვითომ ტენდერი და 5 000 000-იანი ხელშეკრულების მხოლოდ ნახევარია შესრულებული.
აგრეთვე, ყველას გახსოვთ ამ მონაკვეთზე მილების გადატანის პროექტი და სამუშაოები. აქაც არ ჩატარდა ტენდერი და პირდაპირი შესყიდვის გზით გაფორმდა ხელშეკრულება. ეს გახლავთ შპს AჭAღD, თანხით 1 314 139 ლარი. დღეის მდგომარეობით შესრულებულია სამუშაოების 50%, ნაცვლად 100%-ისა.
საზოგადოებას ახსოვს მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძის დამატებითი განათების შესყიდვა. აქაც ზუსტად იგივე დარღვევებია: რა თქმა უნდა, ახალგახსნილ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა უტენდეროდ.
კიდევ ერთხელ გვინდა, განვმარტოთ, რომ ტენდერი არ არის თვითმიზანი, არამედ ტენდერის დროს იზოგება თანხები და პროცესი გამჭვირვალეა, რაც მთავარია, კორუფციული ხელშეკრულებების გაფორმების რისკი დაბალია.
შესაბამისად, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები არის არაეფექტიანი, არაეკონომიური, დანაშაულებრივი და შეიცავს კორუფციის დიდ რისკებს.
ჩვენ ისევ გავაგრძელებთ კვლევებს და მოგაწოდებთ ინფორმაციებს სახელმწიფო შესყიდვებში დარღვევების შესახებ.
ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის
ხელმძღვანელი _ გიორგი ბაჯელიძე