QronikaPlus
სოსო _ მეტსახელად „ანტრიკოტა“...

სოსო _ მეტსახელად „ანტრიკოტა“...

2016-07-04 12:13:31

მე გეტყვი, რა არის შენი შეცდომა, ბიძინა! რადგან შენ გიყვარს ქარაგმები, ფილოსოფია და, ზოგადად, ანდაზები თუ არაკები, ამ ეტაპზე, ანეკდოტებისგან თავს შევიკავებ. ერთი კარგი ძველი ჩეხური ანდაზით დავიწყებ: ბრძოლის დამთავრების შემდეგ ყველა გენერალია! 2012-ში შენც, ჩვენც და სხვებიც სამართლიანი ქვეყნისთვის და მშვიდობიანი გარემოსთვის ვიბრძოდით... მაშინ ყველგან ომი იყო... ყველგან იბრძოდნენ... და როცა 2012 წლის ოქტომბერში, შენდა გასაოცრად, არჩევნები მოიგე, მიშამ კი ხელი არ შეგიშალა, აღმოჩნდა, რომ ბრძოლა დასრულდა... და მშვიდობის დრო უნდა დამდგარიყო... მშვიდობის ხანაში ქვეყანას აშენება და წინსვლა სჭირდებოდა: უფასო ფული, ხვავი, ბარაქა და რა ვიცი, ყველა ოცნების ასრულებაც... მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა... ბრძოლის დასრულების შემდეგ კი ყველა გენერლად იქცა... დღეს ერთ ასეთ გენერალზე ვისაუბროთ... სოსო _ მეტსახელად „ანტრიკოდა“... გენერალ სოსოს ხოშებსა და ცოდვებზე სჯობს, თქვენს საიდუმლო სამსახურს სთხოვოთ და ისინი ჩემზე მეტს მოგიყვებიან, მაგრამ მანამდე მე უნდა მოგიყვეთ აქ _ საჯაროდ... ერთი საინტერესო ისტორია: „ქრონიკა+“ ყველაფერს წერს _ ავსაც და კარგსაც... ამასაც და იმასაც... ჯერ არ მახსოვს, რომელიმე თემა გაგვეჩერებინოს, მაგრამ ახლა რასაც მოგიყვებით, სოსოს წინამორბედ პაატა ბატიაშვილს უკავშირდება... პაატა ბატიაშვილი წინანდლელია, უშიშროების ძველი და გამოცდილი გენერალი... უკვე რამდენიმე თვეა, მის კანდიდატურაზე თელავის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პაატა გიორგობიანი აქტიურად მუშაობს... დაპროგრამებულ აგიტატორებში ბოლო დროს გავრცელებულმა ხმამ, რომ თელავს დავით მაღრაძის სახით ახალი მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება, სრული გაუგებრობა გამოიწვია. რეალურად კი აი, რა მოხდა: პაატა ბატიაშვილზე გაკეთებული ჩემი პუბლიკაციებისა და სატელევიზიო ინტერვიუების შემდეგ თელავში სუს-მა ხმის გავრცელება დაიწყო, რომ ბატიაშვილი „ქრონიკა+“-ის სტატიების მეშვეობით ჩაიხსნებოდა... ამაზე გაბრაზებულმა ბატიაშვილის ახლობლებმა საყვედურები საყვედურებზე მიგზავნეს... მაგრამ ეგ არაფერი, მთავარი სხვა რამეა... პაატა ბატიაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილედ მუშაობდა მანამდე, სანამ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვახტანგ გომელაურმა თავის ერთ-ერთ მოადგილედ არ გამოაცხადა. შესაბამისად, გოგაშვილისა და ბატიაშვილის დაპირისპირება სუს-ის კულუარებში აქტუალურია. ცნობილია, რომ ბატიაშვილის კანდიდატურას პრემიერი აქტიურად განიხილავდა, თუმცა ეს ჩვენი სოსო მიხვდა, რომ შემოდგომის მერე ის გენერალი აღარ იქნებოდა. სამაგიეროდ, პაატა ბატიაშვილს შანსი ეზრდებოდა, რომ მომდევნო ოთხი წელი პარლამენტში იმოღვაწევებდა. ამიტომ არგუმენტი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდო კანდიდატი „ქრონიკა+“-ის მიერ გაშიფრული კადრია, უკაცრავად და, არასწორია. მასე, სოსო, შენ რომ გშიფრავთ, ისე ჯერ ვინ გაგვიშიფრავს?! წარუმატებელი სოსო! დღეს წარუმატებელი „კლიმენტიჩი“ უიმედობის ტყვეა და მუდმივად ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას. ხან კი იმდენად უბედური და ერთ ადგილზე „გაჭედილია“, რომ წინსვლის ნაცვლად უკან-უკან მიდის. აწ უკვე წარუმატებელი გოგაშვილი თათბირებზე ხშირად გაიძახის: „შეუძლებელია!“ „ოჰ, ვერ შევძლებთ ამ საქმის გაკეთებას, რადგან კონკურენციას ვერ გავუძლებთ“; ან: „ეს ახალი წამოწყება არ იმუშავებს“. წინასაარჩევნო გარემოში გოგაშვილი „შეუძლებლობის სამყაროში“ ცხოვრობს, რადგან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს შესაძლებლობების მიმართ. შედეგად კი წარმატების გემთან ერთად იძირება.  მართალია, „ანტრიკოდა“ დაჟინებით იმეორებს, რომ „ამ ყველაფრის ჩემით გაკეთება შემიძლია“, მაგრამ ეს ადამიანი საქმეს ან მთლიანად ანადგურებს, ან შესამჩნევად აფერხებს. მას არ შეუძლია წარმატების ატმოსფეროს შექმნა და მხოლოდ საკუთარი ამბიციების გამომჟღავნება ძალუძს. ირონიულია, მაგრამ სწორედ რომ წარუმატებელი ადამიანები ცდილობენ საკუთარი გეგმის „შემოტენას“ და უგულებელყოფენ გუნდური მუშაობის ფასეულობებს. ეს კი კარიერის დანგრევის წინაპირობაა. დაბოლოს, სოსოს ხშირი სიტყვებიდან გამომდინარე, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლება შემექმნა“, მოწუწუნეები ვერასდროს წაიწევენ წინ. ნებისმიერ შეკრებაზე გარდაუვალია წარუმატებლობა, თუკი მისი მონაწილე ყველაფერზე იწუწუნებს და მხოლოდ უარყოფითზე გადაიტანს ე. წ. თანაგუნდელების ყურადღებას. როცა კაცი იხრჩობა, საკუთარ თმასაც მოეჭიდება, _ ეს ჩინური ანდაზაა და, რატომღაც, სოსოს მაგონებს.  

                                                                                                       მაკა მოსიაშვილი

     

გაზიარება