2016 წლის 11-14 მარტი.
ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები, დაიწყო მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი პოლიტიკური ოპონენტების მისამართით!!!
მეორე დღეს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ დაკავებულია პირთა ჯგუფი, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა ფაქტობრივი სპეცოპერაცია „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ. როგორც ოფიციალური განცხადებით ირკვევა, კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ, მოქალაქე გელა ღურწკაიას იმის სანაცვლოდ გადაუხადა თანხა, რომ ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ჩვენს რედაქციაში შემდგომი გამოქვეყნების მიზნით მოეტანა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მარტივ შეცდომას დავუშვებდით, პირადი ცხოვრების ამსახველ ფირს ან უწყვეტ რეჟიმში ვნახავდით, ან დავიტოვებდით, სავარაუდოდ, მისი ინტერნეტსივრცეში ატვირთვა იგეგმებოდა და დიდი ალბათობით, მისი გამოქვეყნება სწორედ ჩვენ დაგვბრალდებოდა.
მოვლენები, რომელიც ამ პროცესს წინ უძღოდა, თვალნათლივ ცხადყოფდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ამ სარჩელის გამო დაწყებული ანტიპიარი და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც ოჯახის სიწმინდისა და ლგბტ თემთან მებრძოლი პირის წარმოჩენა პირდაპირ კავშირში იყო ერთმანეთთან. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ფონზე პოლიტიკურ პარტიას ქმნიდა და ქართულ პოლიტიკაში შემოსასვლელად ემზადებოდა. რა მოხდა და რატომ შეიცვალა ექსპრემიერის გეგმები, ამის თაობაზე გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ეს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის. პირადად ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის პირდაპირი ხაზი, რომელიც ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, ანუ „ქრონიკა+“-ში დეპუტატის პირადი ფირის გამოგზავნის ორგანიზატორსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებობდა. ნიკოლოზ ხაჭაპურიძე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია, იგი ნამდვილად იცნობდა ინგა ჩატოიანს და ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს. ხაჭაპურიძე ნასამართლევია თაღლითობისთვის; 2013 წელს მან საპყრობილე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დატოვა, 2016 წელს კი ანალოგიური ბრალდებით ისევ დააპატიმრეს. შედიოდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ნათესავების ინტერესებში „ქრონიკა+“-ის და მისი რედაქტორის დისკრედიტაცია? ცხადია, შედიოდა, რადგან პოლიტიკურ არენაზე შემოსვლის წინ გაზეთი, რომელმაც მისი კლანი კორუფციასა და სხვადასხვა ტიპის დანაშაულში ამხილა (რასაც, საბოლოოო ჯამში, მისი თანამდებობიდან ჩამოშორებაც მოჰყვა) მათთვის სერიოზული დისკომფორტი იყო!!!
იდგა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა? იგეგმებოდა თუ არა სერიოზული პროვოკაციები ლგბტ თემის გამოყენებით? იყო თუ არა ამ პროცესში ჩართული დიასპორის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე და ვინ აკეთებდა ფულს?
„ქრონიკა+“-ს ამ და სხვა სკანდალურ საკითხებზე გიორგი ტატიშვილი (იგივე „მაცაცო“) ესაუბრება:
_ მე ვარ გიორგი ტატიშვილი, ლგბტ უფლებადამცველი. დღეს გადავწყვიტე, იმ პროცესებზე ვისაუბრო, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის ბრძოლით დაიწყო. მთავარ ექსკლუზივს, ერთადერთ სიმართლეს გიყვებით თქვენ, რადგან ამ სიმართლის არ გეშინიათ.
ზოგადად, მიმაჩნდა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა აღმატებული იყო. გადავწყვიტე, ამ გზაზე ყველაზე მასშტაბური პროვოკაცია განმეხორციელებინა, რაც იქნებოდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ჩემთვის, როგორც ლგბტ უფლებადამცველისთვის, ეს იქნებოდა კარიერის პიკი, თან კონსტიტუციის შავი ხვრელი ამოივსებოდა. რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის მერე, არნახულად დიდი აჟიოტაჟი ატყდა. პოლიტიკური გეგმის განხორციელება დაიწყო.
_ გიორგი, შენი მონათვლა და საჯარო მონანიება ამ გეგმის ნაწილი იყო, თუ პირიქით?
_ ეკლესიაში მონათვლა გულწრფელი იყო, ეს ამ პროცესებთან არანაირ კავშირში არაა, მე მხოლოდ პოსტ ფაქტუმ ჩავაყენე საქმის კურსში საქართველოს საპატრიარქო. როცა ჩემს მამაოს ამ საკითხზე ვუთხარი, ამის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, მანამდე არაფერი იცოდნენ, დიდის ამბით მიმიღეს, პატრიარქსაც შემახვედრეს. პატრიარქმა დამლოცა, საქართველოს საპატრიარქო არსებითად არ იყო ჩართული ამ საქმეში.
_ ახლა თუ იცის შენმა მამაომ, რომ ყველაფრის აღიარება გადაწყვიტე?
_ არა, ამის შესახებ გაზეთიდან გაიგებენ. გადავწყვიტე, რომ სიმართლე ვილაპარაკო, რადგან არც საკონსტიტუციო სარჩელს და არც, ზოგადად, ჩემს აქტიურობას პერსპექტივა არ გააჩნია. დასრულებულია პიარის ძირითადი ტალღაც, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოც კი შეიკრიბა, პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი. გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ გამოვეთიშო ამ პროვოკაციულ გეგმას.
_ რა იყო ეს პროვოკაციული გეგმა? ვინ დაგეგმა და რა ფორმით უნდა განხორციელდეს იგი?
_ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ჩემთან არაპირდაპირი კონტაქტები დაიწყო _ ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი ნაცნობების მეშვეობით ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას. ერთი ადამიანი ჩემი ადვოკატის მეშვეობით დამიკავშირდა და ამ საკითხებზე აქტიურობას, მწვავე გამოსვლებს მთავაზობდა. იყო საინფორმაციო მხარდაჭერაც _ „ინტერპრესნიუსთან“ ხდებოდა სრული კოორდინაცია. ასეც დამარიგეს და თქვენ ამ მიმოწერიდან ნახავთ, რომ ასეა, ყოველ ორ საათში შუქდებოდა ფაქტი _ რა მოხდა, შევიტანე თუ არა, რატომ არ შევიტანე და ა. შ. როცა ბათუმში ჩავედი, სასტუმრო „მერკურში“შეხვედრა შედგა, სადაც სარჩელის შეტანის დეტალებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რა უნდა გამეკეთებინა, თუკი რეგისტრაციაში არ გაატარებდნენ, როგორ უნდა მომეწყო სასამართლოში პროვოკაცია. სასტუმროში შესვლისას ამ პირს პირადობა მოსთხოვეს, მაგრამ არ ჰქონდა. ამოიღონ სასტუმროს კამერის ჩანაწერები და ნახავენ, ვინაა რეალურად ეს ადამიანი. სარჩელის შეტანის მომენტში „ინტერპრესნიუსიდან“ ვინმე ხათუნას დამაკავშირეს, რომელიც სისტემატურად მირეკავდა ვაიბერზე. მისი მესიჯები შენახული მაქვს: სად არის სარჩელი? რატომ არ შევიტანე? შევიტანე თუ არა? და ა. შ. სარჩელი შევიტანე თუ არა, „ინტერპრესნიუსმა“ მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია და დაიწყო კიდეც პროვოკაციული გეგმა. ამ წუთიდან გეგმაში ერთვება საქართველოს დიასპორის საქმეთა მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე, ერთვებიან საქართველოს პარლამენტის წევრები. ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში განხეთქილება მოხდა, გარკვევა დაიწყეს, ვინ მმართავდა მე. აქვე მინდა გითხრათ: პირადად მე ვისთანაც ამ საკითხზე კომუნიკაცია მქონდა, ის საქართველოს წარმომადგენელი სულაც არ იყო, ეს გახლდათ ვლადიმერ პრეშკოვი. ამ ადამიანს ერთხელ შევხვდი ამ საკითხებზე, ის საქართველოში 26-29 მარტს ისევ ჩამოდის. რაღაც მომენტში კი პროცესები ჩემგან დამოუკიდებლად განვითარდა.
_ სად შეხვდით ვლადიმერ პრეშკოვს?
_ საქართველოში ჩამოვიდა, ავლაბარში მეტროს უკან ერთ წყნარ კაფეში შევხვდით. მე რუსული ძალიან კარგად ვიცი, რუსულად ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ამ საკითხების ირგვლივ, რა დახმარება შეეძლოთ მათ და სადამდე შეიძლებოდა მისულიყო ეს პროცესები. ბოლოს ისიც კი მითხრა, სიტუაციის განსაკუთრებულად გასამწვავებლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ვირებზე და ცხოველებზე ქორწინებაც მომეთხოვა.
_ ვისი მეშვეობით დაგიკავშირდათ ვლადიმერ პრეშკოვი?
_ ის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის მეშვეობით დამიკავშირდა. ამ ეტაპზე მისი ვინაობის გამხელა არ მინდა, მაგრამ გეტყვით, რომ მან სწორედ ამ დღეებში შემომთავაზა მასთან სახლში ცხოვრება, რადგან ძალიან დიდი საფრთხე მემუქრებოდა. ამ ცნობილმა ადამიანმა ბრიფინგის წინ ტანსაცმლის პრობლემა მომიგვარა, ბრიფინგის ორგანიზებაში დამეხმარა, პირადად დაურეკა ერთ-ერთ რედაქტორს. ფინანსების საკითხიც გვარდებოდა მისი მეშვეობით. პრეშკოვთან იმაზე შევთანხმდით, რომ სარჩელების შეტანა უნდა გამეგრძელებინა, აქტივობა მაღალი უნდა ყოფილიყო და სანაცვლოდ მპირდებოდნენ ერთ მილიონ ლარს. ეს იყო ის თანხა, რაც ამ გეგმის განხორციელების სანაცვლოდ უნდა მიმეღო. პირველ ეტაპზე ეპიცენტრი ვიყავი, ყველაფერს მე მეკითხებოდნენ, სად რა უნდა მომხდარიყო, რა ინტერვიუ უნდა მიმეცა და ა. შ., მაგრამ რაღაც ეტაპი რომ დასრულდა, ეს იყო საპატრიარქოს განცხადების მერე, პრაქტიკულად, ჩემთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყდა, ეს საქმე მომშორდა, აღარავინ არაფერს არ მეკითხებოდა, ცდილობდნენ, რომ აქ ეპიცენტრი აღარ ყოფილიყო. პრესასთან ურთიერთობაშიც კი ბოიკოტი მქონდა. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ამ ადამიანებთან დაკავშირებას ვცდილობდი. მწერდნენ, რომ დაგიკავშირდებითო. 26-29-ში თავად მომწერა, რომ საქართველოში ჩამოდის და ამ საკითხზე მსჯელობა მოხდებოდა.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი საკუთარი პოლიტიკური გეგმებისთვის გამოიყენა. მაგალითად, სანდრო ბრეგაძე დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებდა. ჩემთან აქტიურ კავშირში არ იყო, მაგრამ ამ საკითხებით აქტიურად იყო დაინტერესებული „გირჩი“. სანდრო ბრეგაძემ, როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი ფული გააკეთა ჩემი სარჩელის მერე. მე და ჩემნაირ ადამიანებს ლანძღავდნენ, პოლიტიკურ ქულების აგროვებდნენ. ჩვენი საერთო მეგობრის, მარიამ კუკუნაშვილის ქმრის, დავითის მეშვეობით შევუთვალე, რომ ჩემთვის თავი დაენებებინა, თორემ ძალიან მარტივად ავხდიდი მათ გეგმას ფარდას. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ სანდრო მართლაც გაჩერდა. როგორც ახლახან ისევ იმ წყაროდან გავიგე, რომელთანაც კავშირი იმ ცნობილი ადამიანისგან მქონდა (პროკურატურას შეუძლია ამ თემაზე დაკითხოს, რადგან მან ჩემზე მეტიც იცის აღნიშნულ საკითხზე), ნუგომ ამ კონკრეტულ საქმეზე 55 000 დოლარი აიღო და დამატებით, 50 000 $-ს ელოდება. ეს ინფორმაცია ლადო სადღობელაშვილსაც აქვს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ პროცესების მიღმა ირაკლი ღარიბაშვილი იდგა. ჟურნალისტმა, რომელიც გიორგი ფარესიშვილის საქმესთან იყო კავშირში და შენ ეს ძალიან კარგად იცი, თამარ ბოჭორიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა შემომთავაზა. ამ საკითხზე მას ვუთხარი, რომ ამ ადამიანთან შეხვედრას არ ვაპირებდი, ჩემი სარჩელი ჩემი სარჩელი იყო.
_ რა ფორმით შემოგთავაზათ თამარ ბოჭორიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა?
_ ჩვენ შევხვდით და გიორგი ფარესიშვილის საქმეზე ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ ელისო კილაძე ბრალს მდებდა, რომ კავშირში ვიყავი გიორგი ფარესიშვილის საქმესთანო, მე ამას, მოგვიანებით, კიდევ ამოვატივტივებო. მე მას ავუხსენი, რომ გიორგი ფარესიშვილის საქმესთან არანაირი კავშირი არ მქონდა, მით უფრო მის კადრებთან დაკავშირებით. საუბრის ბოლოს თამარ ბოჭორიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა შემომთავაზა. ეს ჟურნალისტი იმ ცნობილი ადამიანის ძალიან კარგი მეგობარია, ვის სახლშიც ვცხოვრობდი. როცა სახლში მარტო ვერ ვჩერდებოდი, თამარ ბოჭორიშვილი ჩემთან ვერაზე მოვიდა, ლიტერატურულ კაფეში დავსხედით და იქ მეორე სართულზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრის ფოტოებიც მაქვს. ორჯერ შევხვდით, ორივეჯერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა შემომთავაზა. ყველა საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის შემდეგ დგებოდა, რატომღაც, ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდებოდა.
_ რა შემოთავაზება მიიღე თამარ ბოჭორიშვილისგან ჩემთან დაკავშირებით?
_ მე მან მითხრა, რომ გიორგი ფარესიშვილის ნაწილში მას რაც გინდა დააბრალეო. სხვათა შორის, ის და გიორგი ფარესიშვილიც შეხვდნენ კიბეებზე ერთმანეთს და ამ საკითხზე ისაუბრეს. მითხრა, რომ მოგვიანებით მეტყოდა, რა უნდა დამებრალებინა შენთვის, თუმცა მერე ეს შეხვედრა აღარ შედგა, საპატრიარქოს განცხადების მერე ყველაფერი სულ სხვა გზით წავიდა.
_ ხომ არ დაუკონკრეტებია თამარ ბოჭორიშვილს, საიდან იცნობდა ირაკლი ღარიბაშვილს და სად უნდა მომხდარიყო თქვენი შეხვედრა?
_ ეს დეტალები მას არ დაუკონკრეტებია. მან მითხრა, რომ ამ შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარებოდა, შეიძლებოდა ქვეყნიდან გაყვანაც დამჭირვებოდა და დამეხმარებოდა. მე იმ მომენტში ძალიან დაბნეული ვიყავი, გადაწყვეტილება ვერ მივიღე, მაგრამ თამარ ბოჭორიშვილი დამპირდა, რომ ის რაც მას ვესაუბრე, პირდაპირ მივიდოდა ღარიბაშვილამდე. მე კი მას ძალიან გულახდილად ვესაუბრე ყველა დეტალზე, თუ როგორ დაიწერა სარჩელი, ვისთან მქონდა კომუნიკაცია და ა. შ. ყველა ადამიანი, ვისთანაც შეხვედრა მქონდა, მთელი ეს „სასტავი“,ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებდა. ფაქტია, რომ ინფორმაციული მასალა ღარიბაშვილთან მიდიოდა. მე პირადად ნუგზარ ფოფხაძეს არ ვიცნობ, მაგრამ ბევრჯერ იყო ნახსენები, რომ საჭიროების შემთხვევაში დამეხმარებოდა. ელისო, მე შენ შეგხვდი, მაგრამ მაშინ ყველაფერი ვერ გითხარი, მე არ მაქვს ჩვენი შეხვედრის ჩანაწერი, სამაგიეროდ მაქვს იმ ცნობილი ადამიანის საუბარი, ვისთანაც ვცხოვრობდი, ტელეფონი ჩართული დავტოვე და აბანოში გავედი, უკან რომ დავბრუნდი, საუბარი ეგრევე შეწყვიტა, მაგრამ ვიცი, ვის და რაზე ელაპარაკებოდა.
_ გიორგი, თამარ ბოჭორიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გთავაზობდა, თუ სხვა პირებიც არსებობდნენ?
_ შემოთავაზება იყო ამ ცნობილი ადამიანის მხრიდან, რომლის სახლშიც მე ვცხოვრობდი. როგორც ვიცი, თავად პირადად შეხვდა კიდეც მას ამ საკითხთან დაკავშირებით. შენ ისიც ძალიან კარგად იცი, ვინც არის ის ცნობილი ადამიანი. მინდა გთხოვო, რომ მისი ვინაობა საჯაროდ არ გაამჟღავნო. მან დეტალურად იცის ყველაფერი როგორც საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე და პირველი დღიდან, თავადაც არის ჩართული ამ საქმეში. დაფინანსების ჩათვლით, ჩაცმულობის, სასტუმროს ხარჯი და ა. შ.
_ ვინ არის ირაკლი ნემსაძე, რომლის მიმოწერაც „ქრონიკა+“-ს გადაეცი?
_ ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია თუ არა არ ვიცი, ეს ადამიანი საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი იყო. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მეუბნებოდა. რამდენჯერაც შევხვდი, სულ დაბურული ავტომანქანით იყო ჩემთან მოსული, სამჯერ თუ ოთხჯერ ვარ მასთან პირისპირ შენახვედრი.
_ როგორი გარეგნობა აქვს?
_ მისი გარეგნობაა: მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი, მრგვალი სახით, მელოტი, არ არის მსუქანი, მისი ავტომანქანის ნომერია 557. ეს პიროვნება გამაცნო ძველი თბილისის პირველი განყოფილების თანამშრომელმა ვინმე დათომ, რომელიც ჩემი უბნის ინსპექტორი იყო. სწორედ მან დამაკავშირა ირაკლი ნემსაძესთან. სამ კვირაში ეს დათო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნარკოტიკები აღმოუჩინეს თუ სხვა რამ, არ ვიცი. მე დათოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, სულ მეკითხებოდა, რამე ხომ არ მიჭირს და ა. შ. როგორც კი ირაკლი ნემსაძე გამაცნო, მალევე გაუშვეს სამსახურიდან.
_ რას გეუბნებოდა ირაკლი ნემსაძე? რა კავშირი აქვს მას ირაკლი ღარიბაშვილთან?
_ ირაკლი ნემსაძე ამ საკითხებთან დაკავშირებით მთავარი კოორდინატორი იყო. ირაკლი ნემსაძესთან ხდებოდა ყველა შეთანხმება ჩემთან მიმართებით, თუკი რამე იყო, ვის ვხვდებოდი, რას ვხვდებოდი, რა საკითხებზე იყო საუბარი. ამ საკითხებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრები ყოველდღე გვქონდა.
_ რა ნომრით გირეკავდათ?
_ მისი ტელეფონის ნომერია 599 77-42-…. არ ვიცი საიდან, მაგრამ ირაკლი ნემსაძემ ჩემთან დაკავშირებით ყველა მოქმედება იცოდა _ ვის ვხვდებოდი, სად ვხვდებოდი, მერე უკვე კითხვებსაც მისვამდა, მაგალითად, შენთან რომ მოვედი, მეორე დღესვე დამიწყო გამოკითხვა, რა სახის შეხვედრა იყო შენთან, რაზე ვილაპარაკეთ და ა. შ.
კონტროლის მექანიზმი იყო გაკეთებული, არ ვიცი სტრუქტურულად, თანამდებობრივად სად მუშაობდა, მისი სახელი და გვარი, როგორც თავად მითხრა, არის ირაკლი ნემსაძე. ფეისბუქზე მას გვერდი აქვს ამ სახელით და გვარით, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მისი ნამდვილი გვარია. ბოლო დროს აღარ მეკონტაქტება, ეს კონტაქტი გაწყდა საპატრიარქოს განცხადების მერე.
_ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა ირაკლი ნემსაძე ასახელებდა თუ არა სხვა გვარებს და ვინ იყვნენ ის ადამიანები?
_ დიახ, ასახელებდა. პიროვნულად არავის ვიცნობდი, ფეისბუქის მიმოწერაში ხშირად არის ნახსენები ღარიბაშვილი, ფოფხაძე, სხვა გვარებიც.
_ ასახელებდა თუ არა სანდრო ბრეგაძეს?
_ სანდროზე ხშირად ვსაუბრობდით. ის სულ მეუბნებოდა, რომ სანდროს აგრესია უნდა მომეთმინა, უნდა ამეტანა ის, რასაც ჩემზე წერდა, რადგან საქმისთვის ასე იყო საჭირო. ირაკლის რომ ვუთხარი, ავიტან-მეთქი, პარალელურად ჩვენი საერთო მეგობრის, მარიამ კუკუნაშვილის მეუღლის, დათოს მეშვეობით შევუთვალე, _ ან გაჩერდეს, არ სხვა ზომებს მივმართავ-მეთქი. რაც შეეხება სხვა გვარებს, სხვა გვარებიც იყო დასახელებული, ამის უფრო დეტალურად აღდგენა შეიძლება, შეიძლება დაკითხვის დროს, თუ პროკურატურა ამით დაინტერესდება.
_ გიორგი, ირაკლი ნემსაძესთან ხომ არ იყო იმაზე საუბარი, რომ ფარული კადრები გავრცელდებოდა?
_ ფარულ კადრებთან დაკავშირებით ნამდვილად იყო საუბარი, ცდილობდა, ჩემგან ის ვიდეოფირი ამოეღო, რომელიც მე მქონდა, სადაც ერთ-ერთ დეპუტატთან სექსია ასახული, ასევე საუბარი იმაზეც იყო, რომ ბევრ ვიდეოკადრში მეც ვმონაწილეობ. სამი-ოთხი ასეთი ვიდეოფირია, შესაბამისად, ამ ფირებზეც იყო საუბარი. ჩემგან უნდოდათ იმ ინფორმაციის მიღება, რაც მქონდა. მეკითხებოდა, ამაზე რომ გავრცელდეს კადრები, რა მოხდებაო?
_ დასახელებული იყო თუ არა კონკრეტული ადამიანების ვინაობა, მაგალითად, „ამაზე რომ გავრცლდეს“, _ ვინ?
_ მინისტრი იყო დასახელებული (გვარს ასახელებს), ერთი მინისტრის მოადგილე, რომელსაც ერთ-ერთ ქალთა ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი (ასახელებს კონკრეტულ გვარებს). ჩვენ ერთი და ორი შეხვედრა არ გვქონია, კონსპირაციულად ვხვდებოდით და ბევრ რამეზე ვსაუბრობდით. ზოგადად, ირაკლი ნემსაძესთან შეხვედრები საკონსტიტუციო სარჩელის შეტანამდე ერთი კვირით ადრეა დაწყებული. ორჯერ შევხვდით საკონსტიტუციო სარჩელის მერე. როცა აჟიოტაჟი ატყდა, უკვე დამიკავშირდა და სისტემატურად ვხვდებოდით.
_ ფინანსებს ეგ გპირდებოდა?
_ როცა პირადად ვილაპარაკეთ, მე მას ვუთხარი, რომ ფული მჭირდება, ფეისბუქშიც რამდენჯერმე მივწერე, დიდხანს მიწელავდნენ, მერე იქითკენ წაიყვანეს, რომ თანხა საერთოდ ამომეგდო თავიდან. ამას ამბობდნენ კიდეც, რომ გავარკვევთ, გავარკვევთო. ერთი მილიონი ლარი კარგი თანხაა, ეს უნდა მიმეღო ამხელა საქმისთვის.
_ 17 მაისთან დაკავშირებით რატომ არის სამიზნე პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი?
_ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამიზნეა იქიდან გამომდინარე, რომ ორი სტრატეგიული ადგილია ახლოს: ერთი მხრივ, სამების საკათედრო ტაძარი და მეორე მხრივ, პრეზიდენტის რეზიდენცია. მათ შორის შუალედი 400 მ-ზე ნაკლები არ არის, შესაბამისად, ფეხით მსვლელობა რომ დაიწყონ სამების საკათედრო ტაძრიდან, რეზიდენციისკენ ძალიან მოსახერხებელია მათთვის, დაპირისპირების თვალსაზრისითაც ძალიან სიმბოლური ადგილებია. ეს ისეთი ადგილია, ხალხის დიდი მასები თუ მოაწყდება, ადამიანების გადარჩენა მარტივი არ არის. ძალიან დიდი პროვოკაცია მზადდება, რომელიც შეიძლება ადამიანის მსხვერპლით დასრულდეს. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ ინტერვიუს მერე ეს გეგმა გაშიფრულია და მოვლენები ასე არ განვითარდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, _ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ ვითანამშრომლო საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და დეტალური ინფორმაცია მივაწოდო მიმდინარე პროცესებზე. ოღონდ იმ პირობით, რომ საქმე გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი იქნება, ყველაფერი ჩემს ხელშია: მასალები, მიმოწერა, ცალკეული პიროვნებების ამოცნობა და ა. შ. ასევე მინდა გითხრა, რომ ლადო სადღობელაშვილის შესახებ არც კი ვიცოდი, თუ ამ პროცესების შესახებ ინფორმირებული იყო. მან მითხრა, რომ ჩემს სარჩელზე ვიღაცებმა ფული გააკეთეს, მე ეს, ჯერ კიდევ, თებერვალში ვიცოდი. ლადოს ისეთი ტიპის შეკითხვები დავუსვი, ინფორმაცია რომ მიმეღო. სადღობელაშვილმა მითხრა, რომ ამ ადამიანის ჩაძირვა მინდა და დამეხმარეო. მიზეზი არ უთქვამს, რატომ (გ. ტატიშვილმა „ქრონიკა+“-ს ამის დასტურად მისი და ლადო სადღობელაშვილის მიმოწერის სქრინები გადასცა). მე ვკითხე, _ რას მივიღებ ამ საქმისგან სარგებელს-მეთქი? _ მე შენ ყველა საქმეში დაგიდგები გვერდითო. ლადო სადღობელაშვილის ინტერესი წარმოიქმნა რაღაც მომენტში, მე ვფიქრობ იმიტომ, რომ ისინი ცდილობდნენ, ეს საქმე თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ და ფული ეშოვათ, რაც შეეხება თავად სადღობელაშვილს, მე მასთან ამ თემებზე საუბარი არ მქონია, ის არის ერთი უბრალო მაიმუნი, რომელმაც ფულის გარდა რა უნდა ამ ცხოვრებაში, არ იცის. _ შენ მითხარი, რომ გიორგი ფარესიშვილის წინააღმდეგ ისევ შეიძლება დაიგეგმოს გარკვეული პროვოკაცია.
რაც შეეხება გიორგი ფარესიშვილს, დღეს პროკურატურამ ის პირი დაკითხა, გვარს და სახელს ვერ დავასახელებ, რომელიც მასთან ერთად კადრებშია გადაღებული. პროკურატურა ამ მხრივ მუშაობს, რომ რაღაც გამოარკვიოს, მაგრამ გიორგისთან დაკავშირებით კიდევ გამოქვეყნდება ვიდეოკადრები, ეს მოხდება არჩევნებამდე და ეს ამ ჯგუფის გეგმის ნაწილია.
_ გიორგი, შესაძლებელია თუ არა დაკითხულმა X პირმა გამოძიებას იმ პირის ვინაობა დაუსახელოს, რომელიც, თავის დროზე, ამ ვიდეოფირის გადაღების ორგანიზებაში მონაწილეობდა?
_ გიორგი ფარესიშვილს ეს პიროვნება, რომელიც მასთან ერთად ფირზეა აღბეჭდილი, ვინმე ალექსანდრე კეწერაშვილმა გააცნო. ეს ადამიანი ამჟამად დუბაიში ცხოვრობს, არის ქართველი, ლჯბტ თემის წარმომადგენელი, ის იყო აგენტი და ძალიან ბევრ მასალაში მიეხმარა მაშინდელ კუდ-ს. მას ეს ხალხი იმ პირებთან გაჰყავდა კავშირზე, რომელთა გადაღებაც უნდოდათ. ალექსანდრე კეწერაშვილმა ძალიან ბევრი პირი ჩაითრია ამ საქმეში. ეს მტკიცებულებებითაა გამყარებული და ამას ძალიან ბევრი პირი დაადასტურებს, ვინც მსგავს კადრებშია გადაღებული. ჩემთანაც იყო მსგავსი შემოთავაზება, ოთხ მსგავს ფილმში ვარ გადაღებული.
_ ცნობილ ადამიანებთან ერთად?
_ ცნობილ ადამიანებთან ერთად. მე პროკურატურას მინდა ვუთხრა, რომ ალექსანდრე კეწერაშვილის დაკითხვის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმ პირებზე გასვლა, რომლებიც მსგავს გადაღებებს გეგმავდნენ. თუმცა მეეჭვება, ის საქართველოში როდესმე დაბრუნდეს. მისი იდენტიფიკაცია ძალიან მარტივია, გლდანში ცხოვრობს, ვიცნობ, მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შემიძლია, პროკურატურა მის კვალზე გავიყვანო. ფაქტია, რომ კეწერაშვილი ორგანიზატორია ლჯბტ საზოგადოებასთან. რაც შეეხება გიორგი ფარესიშვილის კადრებს, გავრცელებული კადრები ერთადერთი არ არის, რამდენიმე სხვადასხვა ფირი არსებობს და მე შემიძლია, ამის შესახებ პროკურატურას ვესაუბრო, თუ, ცხადია, დამიბარებს. სხვა ცნობილ სახეებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ბევრი ვიდეომასალა არსებობს და გავრცელდება კიდეც.
კიდევ ერთხელ გეუბნები, და ამას ტყუილად არ გიმეორებ: ფარესიშვილის საკითხი ისევ ამოტივტივდება, ეს დაგეგმილია. როგორ და რანაირად, ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს საკითხი აუცილებლად ამოტივტივდება. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ლგბტ წარმომადგენლები ბევრ მსგავს ფირებზე არიან, მათ შორის ვარ მეც. არ ვიცი, ვისი დახმარებით, მაგრამ ფონდ „ინკლუზივის“ დაშლის შემდე, მთლიანი არქივი გამოიტანეს, ამ არქივში ბენეფიციარებისგან მიღებული ფირები ინახებოდა. ვიდეოჩანაწერები არსებობს ჩემი მონაწილეობით და საუბარი იყო მათ გამოქვეყნებაზეც. გადაღებული ვარ მოსამართლესთან, მინისტრის მოადგილესთან, ერთ-ერთი დიდი სიპის ხელმძღვანელთან, დეპუტატებთან (ვინაობების გამხელას არ ვაპირებ). არ გამორიცხოთ, რომ ეს კადრები გავრცელდეს და მე დამბრალდეს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ვიდეომასალები ჩემთან არ ინახება, მაგრამ არსებობს ჩემი მონაწილეობით და არ გამოვრიცხავ, რომ გავრცელდეს.
შენთან პირველ შეხვედრაზე მე ვერ ვთქვი სიმართლე, რადგან არც მე ვიცოდი ბევრი რამ, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა. ახლა ამის დრო დადგა, ეს საკითხი ამოწურულია. საკონსტიტუციო სასამართლოში განცხადება მაქვს გაგზავნილი სარჩელის უკან გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის თემა დახურულია, მაგრამ იგეგმება კიდევ ორი პროვოკაცია და ისევ ლგბტ თემასთან დაკავშირებით.
_ შეიძლება ეს იყოს 17 მაისი?
_ 17 მაისს გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება, ეს იქნება მასშტაბური პროვოკაცია, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდება. ამის შესახებ მე უკვე ვუთხარი საპატრიარქოს. მათ მითხრეს, რომ სჯობია, განცხადება მე თავად გავაკეთო ამ თემაზე, რადგან ეს მათ არ ეხება. ამ პროვოკაციული გეგმის მიხედვით, „იდენტობაც“ უნდა დაშლილიყო, რადგან ის მართულია გიგა ბოკერიას, თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც უდევს მასალები, რომ ირაკლი ვაჭარაძემ 100 000 დოლარი მიითვისა, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. „იდენტობას“ ბევრი ჩანაწერი აქვს, რომელიც ირაკლი ვაჭარაძემ ფონდ „ინკლუზივიდან“ მიიღო.
_ რა როლი აქვს ამ საქმეში ქართულ, ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს?
_ ქართულ სპეცსამსახურთან კავშირი მე არ მქონია, შემოთავაზება, რა თქმა უნდა, იყო. ძალიან ბევრი წინადადება და ინიციატივა იყო. არ არის ეს დასამალი, მაგრამ თანამშრომლობა არ მქონია. რუსეთის სპეცსამსახურებთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ეს გაიგეს ამერიკის საელჩოში და ეგრევე გაწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა. დეტალური გეგმის გაშიფვრისთვის არის საკითხები, რომელშიც დღევანდელი თანამდებობის პირები არიან ჩართული, ამიტომ მე შემიძლია მხოლოდ მივიდე პროკურატურაში და მოწმის სტატუსით თუ დამკითხავენ, შემიძლია დეტალურად ვისაუბრო ამ თემაზე. პრობლემა არ გამაჩნია. თქვენ გადმოგცემთ ფეისბუქ-მიმოწერებს. 26 მარტს, თუ მანამდე ეს ინტერვიუ არ გავა, შემიძლია ჩემი სტუმარი ჩავწერო, შეხვედრაზე მარტო მოდის, კონსპირაციულად ვხვდებით, არ მჩხრეკენ.
არ ვიცი, გახსოვს თუ არა, მაგრამ მე გითხარი, რომ სექსუალური ურთიერთობა მქონდა ერთ-ერთ დეპუტატთან. სწორედ ეს დეპუტატი დამიკავშირდა ამ დღეებში და მითხრა, რომ კავშირი გამეწყვიტა ამ საქმესთან. მისი ზარი ერთგვარ გაფრთხილებად მივიღე, რადგან ყველა ცდილობს, ჩემი სარჩელი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ რეალურად ვისაც ამის გამოყენება შეუძლია, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი, რადგან მის გარემოცვასთან პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა. სხვა ყველა ქულების დაწერას ცდილობს, ან პირდაპირაა დაკავშირებული ღარიბაშვილის გუნდთან.
_ გიორგი, რამე ხომ არ გსმენია, ან ხომ არ უთქვამთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია? ან რაიმე კავშირი აქვს ამ გეგმასთან?
_ არა, ბიძინა ივანიშვილის შესახებ არაფერი მსმენია. საერთოდ არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, არც არავის უთქვამს, რომ საქმის კურსშია. უბრალოდ, ვიცი, რომ ღარიბაშვილი ნამდვილად იყო ჩართული ამ საქმეში. მასთან შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი როგორ მოახერხებდა მასთან შეხვედრის ორგანიზებას?
ამ ეტაპზე ყველაფერი ვთქვი, რაც საგაზეთოდ შეიძლებოდა, მაგრამ არის დეტალები, რომელიც შეიძლება მხოლოდ პროკურატურას ვუთხრა, მათ შორის, რუსულ კავშირებზეც გავიყვანო, იმიტომ რომ ამ მთლიანი აქტივობით, საბოლოო ჯამში, სერიოზული პროვოკაცია იგეგმება ლგბტ საზოგადოების გამოყენებით. 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან იგეგმება სერიოზული აქცია, ლგბტ თემის წარმომადგენლები ჩამოჰყავთ უცხოეთიდან, მათ უნდათ, მსვლელობის მოწყობა სამების ტაძრის მიმართულებით. ამის შესახებ წინასწარ გახდება ცნობილი ხალხისთვის, კრიტიკული მასა შეიკრიბება. საპატრიარქო და სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ პროცესის კონტროლს. პრეზიდენტს გამოიწვევენ, რომ რაიმე განცხადება გააკეთოს. ამის შემდეგ ნიაღვარი წამოვა პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამ აქციის ორგანიზაცია ევალება ორგანიზაცია „თემიდას“, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ამ დღ