QronikaPlus
ცხოველების ფერმა

ცხოველების ფერმა

2016-03-19 09:26:51

დიდი ხნით ადრე თქვა, რომ „ Скотный двор“ – ს კითხულობს, კითხულობს იმიტომ, რომ უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფსიქოლოგია ამოხსნას. არ ვიცი, რა დასკვნები გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა წიგნის დასრულების მერე, ან რატომ უჭირს იმ მოძრაობის ფსიქოლოგიის ამოხსნა, რომელსაც წლების განმავლობაში თავად აფინანსებდა და ყველაზე უკეთ იცის, ვინ რაზე წამსვლელია, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ვფიქრობ, ივანიშვილის სამაგიდო წიგნი აუცილებლად იქნება „კუ და მორიელი“. ის ხშირად გაიხსენებს იმ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელიც მან შვილივით შეიყვარა, მოგვიანებით კი ქვეყნის პრემიერი გახადა! რატომ წავიდა ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი? ეს არის კითხვა, რომელზედაც პასუხი მხოლოდ ერთმა კაცმა იცის და ის ამ თემაზე საჯაროდ, როგორც ჩანს, არასოდეს ისაუბრებს. რატომ დაგვიანდა პრემიერ-მინისტრის გადადგომის ბრიფინგი და რატომ არ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს? დიახ, ის განიცდიდა სავარძლის დაკარგვას, მაგრამ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ე. წ. კახელების შტაბი დროს იგებდა, იგებდა მხოლოდ ერთი მიზნით, მოესწრო მასალების გამოქვეყნება გიორგი კვირიკაშვილზე, რომელიც მედიისთვის კარგა ხნით ადრე იყო მზად და მიზნად ისახავდა ღარიბაშვილის ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტის კორუფციაში დადანაშაულებას. შტაბმა დააგვიანა, დააგვიანა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა იჩქარა! ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა, ყოფილმა პრემიერმა მოქმედის გადადგომის  კომენტირებისას თქვა, რომ ირაკლის აქვს ამის რესურსი და მას შეუძლია შექმნას პარტია. მაშინ ეს მინიშნება ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, მაგრამ შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ბიძინა ივანიშვილს  მოსალოდნელ სცენარზე ჩვენზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა. ის ჩვენზე უკეთ იცნობდა ღარიბაშვილის გარემოცვას. ბევრად უფრო ადრე „კახელების კლანმა“ არანაკლებ ბინძური მეთოდებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გელა ხვედელიძე მოიშორა. პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გავრცელებამდე იყო ე. წ. საიდუმლო სერობა ნუგზარ ფოფხაძის სახლში, ამ შეხვედრაზე გელა ხვედელიძე ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მივიდა. შეხვედრას ლაშა ამირეჯიბი იწერდა, ის სხვა პირებთან ერთად დაპირისპირებული იყო ხვედელიძესთან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ექსპრემიერის სიმამრი ამირეჯიბს ფულს უხდიდა ე. წ. პოლიტპატიმრების „იაჩეიკების“ შესაქმნელად. პირველი თანხა, 20 000 დოლარი, მან თამაზაშვილისგან „პროგრესბანკის“ შენობაში მიიღო. შეხვედრის სრული ჩანაწერი პირველად სწორედ „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა. ამ ჩანაწერში ხვედელიძე ამირეჯიბს დეტალურად უხსნის კვერცხების სკანდალის პერიპეტიებს, უხსნის სახელმწიფოს პოზიციიდან. შეხვედრა დასასრულისკენ მიდის. სწორედ ამ დროს ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი იწყებს გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ფირის თემაზე საუბარს, რომ ფირი „ასავალ-დასავალში“ მიიტანეს და მან მოიპარა. ეს ფრაზები ერთადერთი „სამხილი“ აღმოჩნდა გელა ხვედელიძის წინააღმდეგ. მოგვიანებით, ის დააკავეს და თანამდებობიდან გადააყენეს. თამაზაშვილმა, ჯანყარაშვილმა _ ე. წ. კახელების კლანმა კი სრული კარტ ბლანში მიიღო და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლი დაიწყო. დაიწყო გა-სუსული მედიის დაფინანსება, გაჩნდნენ სუს-ის კონტროლირებადი ე. წ. საინფორმაციო სააგენტოები, დაიწყო სიბინძურის ნიაღვრის გადმონთხევა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პირველი ასეთი ინფორმაცია _ სექსი ფაფახით, საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსზე“ გამოქვეყნდა. ყველამ, ვინც გაბედა მსგავსი სიბინძურის გაპროტესტება, პასუხად არნახული დარტყმები მიიღო. პირადად მე, „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, წელიწადნახევრის განმავლობაში ვარ მორალური და ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი, „საერთო გაზეთი“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ასავალ-დასავალი“, საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესი“, „თბილისი 24“, ანონიმური ფეისბუქგვერდები სისტემატურად ავრცელებენ ათასგვარ სისაძაგლეს ჩემზე, ჩემს შვილებზე, ოჯახზე, მეგობრებზე, მაცხადებენ ნარკოდამოკიდებულად, ე. წ. ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას მეშვეობით ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრებით მუქარას. ყველას, ვინც პირდაპირ და ირიბად არის დაკავშირებული ამ პროცესთან, არის ცივსისხლიანი მკვლელი!!! თქვენ, ვინც ჯერ წერთ და მერე ბოდიშებს მიხდით, რომ სხვა გზა არ გქონდათ და რედაქტორმა დაგავალათ _ ხართ მონები!!! ეს ჩემი ბოლო ფრაზებია თქვენთან მიმართებით. ამის შემდეგ წერეთ და იკითხეთ, რაც გინდათ _ საზოგადოებამ ცალსახად უკვე გითხრათ _ არა!!! ბოროტებას ამ ქვეყანაში მომავალი არ გააჩნია!!! ამასთან, მინდა, ხმამაღლა და ხაზგასმით ვთქვა, _ „ქრონიკა+“-ის არც ერთი ჟურნალისტი არასოდეს, არც ერთ სიტუაციაში, არც ერთი ჩემი ოპონენტის წინააღმდეგ არ მიიღებს მსგავს დავალებას. ისინი არიან თავისუფალი ადამიანები და წერენ ზუსტად იმას, რაც საჭიროდ მიაჩნიათ!!! ამიტომაც ვართ ჩვენ ასეთი მონოლითური და შეკრული გუნდი!!! სწორედ ამიტომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები პირდაპირ კავშირშია იმ პროვოკაციასთან, რომელიც „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ დაიგეგმა. მართალია, პირი, რომელმაც ჩვენთან დეპუტატის პირადი ფირი მოიტანა, დაკავებულია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ქართული სპეცსამსახური, ფაქტობრივად, დემორალიზებულია. სუს-ის უფროსად ზის კაცი, რომელიც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არის ავტორი იმ პირადი ფირებისა, რომელიც დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ახალაიას უწყების დავალებით გადაუღეს. მათ შორის „ქართუს“ შენობაშიც. ამ დავალების წარმატებით შესრულებაში ნიკა შარვაძემ კუდ-ში სოლიდური პრემიაც მიიღო!!! უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა კაცი არსაიდან, იოსებ გოგაშვილი, რომელიც, ჯერ კიდევ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთაში იყო ჩანერგილი. მისი მთავარი ამოცანა იყო ინტრიგები და თვალთვალი. ასახელებენ იმ პირსაც, რომელთანაც სოსო გოგაშვილს ინფორმაცია მიჰქონდა. კუდ-ის ეს მაღალჩინოსანი მისი მეზობელი იყო „ნახალოვკაში“!!! „ქართული ოცნების“ თბილისის ორგანიზაციაში სიტუაციას ალაგებს პირი, რომელიც 2012 წელს, კუდ-ის დავალებით, პირადად იყო დაკავშირებული ქუთაისში, „ოცნების“ აქტივისტების დაკავებასთან. გავაგრძელო, თუ საკმარისია? არის თუ არა ეს რუსული თამაშების შემადგენელი ნაწილი?! დიახ, არის!!! ცნობილ ტრანსგენდერს, გიორგი ტატიშვილს, იგივე გიორგი ჩხარტიშვილს, იგივე გიორგი ოქროპირიძეს, მეტსახელად „მაცაცოს“, საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით სარჩელი რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა პირებმა შეატანინეს. სულ საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხი სარჩელი უნდა შეტანილიყო და თითოში მას 5000 დოლარს უხდიდნენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „მაცაცოს“ პირველი სარჩელის ღირებულება, 5000 დოლარი, ზვიად ჯანყარაშვილმა შუამავალი პირის მეშვეობით გადაუხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვების პარალელურად, ქუჩაში მძლავრი საპროტესტო მუხტი უნდა გაჩენილიყო და ამ ფონზე პოლიტიკაში ოჯახის სიწმინდის დაცვის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილის ახალი პოლიტიკური ძალა შემოვიდოდა. ქართული სპეცსამსახურების აგენტ „ფანტომისათვის“ გადახდილი ფული ერთადერთი მოტივაცია არ იყო, მას ასევე ჰპირდებოდნენ „იდენტობის“ ხელმძღვანელის პოსტს და ამ ორგანიზაციის მილიონიან დაფინანსებას. სანდრო ბრეგაძე, ლადო სადღობელაშვილი, ვაშლიჯვრის შეთქმულთა შტაბი, „ასავალ-დასავალი“ და რამდენიმე საინფორმაციო საშუალება და იდეის ავტორები ამ პროცესის „მასოვკა“ იყო. გაგიკვირდებათ და ბოლო სამიზნე სწორედ ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ამ გეგმის მიხედვით, _ ფინალურ სცენაში გაცხადდებოდა, რომ მთავარი ლიბერალი ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია, მისი დაჟინებული მოთხოვნით მიიღო პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი და ლგბტ პირებთან ბრძოლის გამო გადააყენა თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი!!! საბედნიეროდ, ეს გეგმა ჩაიშალა!!! ჩაიშალა იმ ადამიანების უშუალო მონაწილეობით, რომელთათვის სულერთი ნამდვილად არ არის ამ ქვეყნის მომავალი!!! სამაგიეროდ, დაანონსდა ახალი თარიღი _ 17 მაისი. ყოფილი სასულიერო პირი, რომელმაც 17 მაისი შემდეგი ტექსტით დააანონსა: გამოვიდეთ და დავანახოთ, რამდენი ვართ, არც მეტი-არც ნაკლები, უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, იოსებ გოგაშვილთან პირდაპირ დაკავშირებული პირია და მისგან ფინანსდება!!! სკანდალური ვიდეომასალების გამოქვეყნება ასევე პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გაახმიანა, _ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება კონსტიტუციაში. რეალურად, გიორგი კვირიკაშვილმა ამ განცხადებით ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მომავალ პოლიტიკურ ძალას საბოლოოდ დაუხურა თემა, რომლის აგორების შემდეგაც პოლიტიკაში შემოვიდოდნენ!!! „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ექსპრემიერმა უკვე იცის, რომ წააგო!!! ამბობენ იმასაც, რომ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა; ამბობენ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ის ნაჩუქარი სახლიდან გამოაგდო; ამბობენ იმასაც, რომ მან თავად დატოვა ივანიშვილის ნაჩუქარი ბინა და საცხოვრებლად მეუღლის სახლში გადავიდა; ამბობენ იმასაც, რომ... რაც შეეხება „კახელების კლანს“, ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ისინი ამ წაგების მერე ვა ბანკზე წავიდნენ. ერთ-ერთ შეკრებაზე, რომელიც ამ პერიოდში წავკისში გაიმართა, ზვიად ჯანყარაშვილი ღიად იმუქრებოდა, _ ავაყირავებთ ამ ხელისუფლებას და თუ საჭირო გახდა, ბიძინა ივანიშვილს ბორკილებსაც დავადებთო. დასაწყისში „კუ და მორიელი“ ვახსენე. ბიძინა ივანიშვილი შეიმჩნევს თუ არ შეიმჩნევს, ის უმადურობის მსხვერპლია. ახალგაზრდა ბიჭი ჯერ შვილივით გამოზარდა, მერე პოლიტიკაში შემოიყვანა, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი, მერე პრემიერი გახადა. 31 წლის ასაკში ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა უნიკალური შანსი, შესულიყო ქვეყნის ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მმართველი, მაგრამ გახდა პოლიტიკური გვამი, რომელმაც საკუთარი კარიერა იმაზე ადრე დაასრულა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა (თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ეს ინტრიგები მისი ცხოვრების წესი იყო, ამ გზით მან, თავის დროზე, „ქართუში“ კონკურენტები ჩამოიშორა). ეყოფა თუ არა ხელისუფლებას გამბედაობა, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს? გამოიძიოს და დამკვეთები და შემსრულებლები დასაჯოს? მე მინდა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ეს შეძლოს!!!   P. S. ბატონო ბიძინა, დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, ერთხელ უდანაშაულო ადამიანი უკვე გაიმეტეთ, მას ის ტვირთი აჰკიდეთ, რომელიც არც ეკადრებოდა. გაიმეტეთ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და „ოცნების“ ახალგაზრდა ხელისუფლება გადაგერჩინათ. ახლა სასწორზე ქვეყნის ბედი დევს, თქვენი ცხოველების ფერმა აჯანყებულია და უმოწყალოდ ანგრევს ახალგაზრდა დემოკრატიის მონაპოვარს. თქვენ შეგიძლიათ, ეს პროცესი შეაჩეროთ, ან თქვენც ამ ნანგრევებში მოყვებით!!! არჩევანი თქვენზეა!!!  

                                                                                                         ელისო კილაძე

 

გაზიარება