,,გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გავრცელების ფაქტზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს“, - აცხადებს ,,ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
,,შეხვედრაზე, რომელიც ნუგზარ ფოფხაძის სახლში შს მინისტრის მოადგილეს გელა ხვედელიძესა და ,,სახალხო კრების“ წევრ ლაშა ამირეჯიბს შორის გაიმართა, აუდიო ჩანაწერი ლაშა ამირეჯიბმა ფარულად მოიპოვა. შეხვედრაში ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილიც მონაწილეობდა. აუდიო ჩანაწერიდან მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ფირის თაობაზე საუბარს იწყებს სწორედ გიორგი მამაცაშვილი. ის აცხადებს, რომ ფირი 2007 წელს ,,ასავალ დასავალის" რედაქციაში მიიტანეს და მან ეს ფირი მოიპარა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ამ ფირის არსებობა წინასწარ იცოდა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა - შოთა აფხაიძემ და რამდენიმე პირი ადასტურებდა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ფირი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ლევან ჩიტაძის ოფისიდან აიტვირთა.
ამასთან, არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს დასკვნა, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი გელა ხვედელიძის სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერის სისტემურ ბლოკში არსებულ მყარს დისკზე, ვებგვერდზე ,,www.kvercxebi.com“ შესვლის კვალი და გამოძიებისათვის საინტერესო ვიდეორგოლი არ მოიპოვება. ატვირთვის კვალი არ აღმოჩნდა არც ხვედელიძის საქმის ერთადერთი მოწმის, ირაკლი გელიტაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერის ქეისში.“ - აცხადებს ,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
ფარული ჩანაწერი, სტენოგრამა:
გ. მ. _ ერთს ვიტყვი, რა… მე მინდოდა ამ თემაზე წელიწადნახევრის წინ… ერთი-ორჯერ ვუთხარი კიდეც აკაკიჩს. ფარესაშვილი ამბობს, ლაშა ამირეჯიბი ჩემი მეგობარიაო…
ნ. ფ. _ ვინა? ვინა?
გ. მ. _ ფარესაშვილი. ამან გამაჩერა, აკაკიჩმა. „ნაციონალებს“ გადაღებული აქვთ კადრები 2007 წელს.
ნ. ფ. _ ეს კადრები იყო გიორგის ხელში
გ. მ. _ „ასავალში“ შემოაგდეს. მე წამოვიღე. დღესაც კითხულობს, ვინ წაიღო, სად წაიღო. ლაშა, ამაზრზენი კადრებია.
ლ. ა. _ რას აკეთებს იქ?
ნ.ფ. _ რას აკეთებს და ტყნაურობს, შე ჩემა, იჟიმება…
გ. მ. _ ყველაფერს…
ლ. ა. _ არა, რაა…