- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-12-21 08:58:50
„ქართული ოცნებიდან“ სკანდალური ინფორმაციები ჟონავს. ის, რომ მმართველ პარტიაში არაერთი „კუტოკია“, აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია „ქრონიკა+“-ს ეუბნება, ივანიშილის გუნდში მალე ბომბი აფეთქდება. ბომბი, ცხადია, მეტაფორაა, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კემულარიას თქმით, „ოცნების“ დამფუძნებელი დიდი პარტიული რეორგანიზაციისთის ემზადება და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ „ოცნებამ“ კახა კალაძეს არჩევნები წააგებინოს.
„შიდა წრეებიდან ყველაფერი ჟონავს, თან „მოქკავშირისა“ არ იყოს, ყველა ცდილობს, რაღა ინფორმაცია გამოიტანოს და ქულები ჩაიწეროს, რადგან ყველა ხვდება, რომ განწირულია... მართალია, ივანიშვილი კალაძეს შეპირდა, რომ გახარიასთან თვითონ მოილაპარაკებდა, მაგრამ კალაძე „გადააგდო“, ანუ კალაძე მერობის კანდიდატად დააყენა, ამით გუნდის შიგნით რაღაც მობილიზება მოახდინა _ „ოცნებაში“ კალაძეს მომხრეები ჰყავს... ბოლო წუთამდე იმალებოდა, რომ გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა და მხოლოდ ბოლო დღეს გახდა ცნობილი, როცა რამის შეცვლა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ერთადერთი, კალაძეს ის რჩება, რომ კანდიდატურა მოხსნას, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, თავს საერთოდ დაიმარხავს,“ _ აცხადებს კოტე კემულარია და ჩვენს გარემოცვას „ოცნების“ კულუარებიდან სხვა სკანდალურ ამბებსაც უყვება.
_ ბატონო კოტე, არჩევნები კარსაა მომდგარი. ჰოდა, საუბარი, პროგნოზით დვაიწყოთ - რას ელოდებით?
_ ვფქირობ, რომ თამაშმა ქვეყნისთვის მიუღებელი სახე მიიღო, რაზეც ფიგურების გამოყვანაც მიუთითებს.
_ ანუ?
_ მხედველობაში გახარია მყავს.
_ გახარია რა შუშია?
_ მიმაჩნია, რომ ეს ოლიგაქრიული თამაშია და ეს არჩევნები რეფერენდუმს კი არა, უკვე საკუთარ ხალხთან თამაშს ჰგავს!. ამიტომ, საბოლოოდ, მაინც ხალხსი გადასაწყვეტი იქნება და, სამწუხაროდ, არა _ არჩევნებით!
_ „საკუთარ ხალხთან თამაში“ რას ნიშნავს, ბატონო კოტე?
_ ბიძინა ახალი კონფიგურაციის უმრავლესობის შექმნას ცდილობს, ანუ გადამგდები ბიძინა ახლა ცდილობს, მდინარაძე, კობახიძე და კვერცხის ნაჭუჭივით გამოყენებული სხვა ადამიანები მოიშოროს და აქცენტი მათზე გააკეთოს, ვისაც ახალი ცოცხივით გამოიყენებს. მოკლედ, ამ პრინციპით რაღაც ახალი უმრავლესობის შეკოწიწებას შეძლებს, მით უმეტეს, ვრცედლება ინფორმაცია, რომ ამერიკელებს, ასევე, დასავლეთს ჰპირდება, რომ კოალიციისა და ახალი არჩევნებისენ წავა.
_ გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება საფრთხეს, რეალურად, კალაძეს უქმნის. ესე იგი, იმას ამბობთ, რომ ივანიშვილი კალაძესაც „გადააგდებს“?
_ დიახ, გასაგებია, რომ გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება კალაძის დაისია.
სხვათა შორის, თავის დროზე „ოცნების“ საკმაოდ სერიოზული ხალხისგან გამოვიდა ხმა.
_ რა ხმა?
_ სანამ მერობაზე დასთანხმდებოდა, კალაძემ დასვა კითხვა, კი, მაგრამ გახარიაო? ივანიშვილმა ასეთი პასუხი გასცა, გახარიას ჩემს თავზე ვიღებო.
_ ესე იგი, ადრევე არსებობდა მოლოდინი, რომ გახარია კენჭს თბილისის მერობაზე იყრიდა?
_ დიახ, ყველამ იცოდა, რომ გახარია ამისთვის ემზადებოდა. დამალული არც ის იყო, რომ კალაძე მიდიოდა _ ახლობლებს ემშვიდობებოდა. მილანში მიდიოდა და ჩემოდნებსაც ალაგებდა.
_ ბატონო კოტე, ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?
_ შიდა წრეებიდან ყველაფერი ჟონავს, თან „მოქკავშირისა“ არ იყოს, ყველა ცდილობს, რაღა ინფორმაცია გამოიტანოს და ქულები ჩაიწეროს, რადგან ყველა ხვდება, რომ განწირულია.
_ ბატონო კოტე, ესე იგი, ირწმუნებით, რომ გახარია თბილისის მერობის კანდიდატი ივანიშვილის ხელდასხმით გახდა?
_ მართალია, ივანიშვილი კალაძეს შეპირდა, რომ გახარიასთან თვითონ მოილაპარაკებდა, მაგრამ კალაძე „გადააგდო“, ანუ კალაძე მერობის კანდიდატად დააყენა, ამით გუნდის შიგნით რაღაც მობილიზება მოახდინა _ „ოცნებაში“ კალაძეს მომხრეები ჰყავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდა.
_ რა მოხდა?
_ ბოლო წუთამდე იმალებოდა, რომ გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა და მხოლოდ ბოლო დღეს გახდა ცნობილი, როცა რამის შეცვლა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ერთადერთი, კალაძეს ის რჩება, რომ კანდიდატურა მოხსნას, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, თავს საერთოდ დაიმარხავს.
_ მაშასადამე, თუკი საქმე მეორე ტურამდე მივა, ერთმანეთის პირისპირ მელია და გახარია აღმოჩნდებიან?
_ მოდით, სრულიად ობიექტურად შევხედოთ _ კალაძეს დიდი შანსი აქვს, რომ მეორე ტურში ვერ გავიდეს.
_ თუ კალაძე პირველ ტურშივე დამარცხდება და მეორე ტური მელია-გახარიას შორის გაიმართება, ყველასთვის ხომ ნათელი გახდება, რომ ეს ივანიშვილის თამაშია?
_ ყველასთვის ნათელია, რომ ეს ივანიშვილის თამაშია, მაგრამ ნახეთ, როგორ ტამაშობს.
_ როგორ?
_ ცდილობს, აშშ-სა და დასავლეთს თავი მოაწონოს, აი, კოალიციური მთვარობისკენ მივდივარო. სხვათა შორის, ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხის მოთხოვნა სწორედ კოალიციური მთავრობაა, რადგან კარგი ერთმა ლიდერმა არასოდეს მოიტანა. ხალხი ხვდება, რომ კოალიციურმა მთავრობამ, სადაც პარტიები ერთმანეთს დააბალანსებენ, საქართველო შესაზლოა, სწორ გზაზე გაიყვანოს. ყოველ შემთხვევაში, ევრპული გამოცდილება ამას გვაჩვენებს. ამიტომ, ივანიშილი ყველას და ყველა შეხვედრაზე კოალიციურ მთავრობას ჰპირდება. ამის შესახებ, სხვათა შორის, აშშ-ს ელჩსაც უთხრა, საქართველოში კოალიციური მთავრობა იქნებაო, თუმცა ცდილობს, ეს კოალიციური მთავრობა თვითონ დააკომპლექტოს და გახარიას სწორედ ამისთვის იყენებს.
_ ესე იგი, ივანიშვილის სცენარით, კოალიციური მთავრობა გახარიას პარტიითა და „ოცნების“ ღარიბაშვილის ფრთით დაკომპლექტდება?
_ ივნიშვილი ცდილობს, რომ გახარია პირველ ადგილზე გაიყვანოს და ეს ყველაფრიდან ჩანს, თორემ საიდან გახარიას ამდენი ფული? ზურგის ქარი პირდაპირ ამ ახალი გემისთვის უბერავს.
მოკლედ, ყველაფერიდან ჩანს, რომ გახარია მიზიდულობის პოლუსი უნდა გახდეს, თუმცა ის მარტო კი არა, „ოცნების“ ნამსხვრევებიც იქნებიან.
_ რას გულისხმობთ?
_ კოალიციურ მთავრობაში შესასვლელად საუბარი ყველასთან წავა და ამ კოალიციაში შეიძლება, ოთხი-ხუთი პარტია აღმოჩნდეს. აი, სწორედ ესაა ბიძინას გეგმა!
_ თქვენი ვარაუდით, კოალიციური მთავრობა კონკრეტულად რომელი პარტიებისგან დაკომპლექტდება?
_ არ ვიცი, ამას ჯერჯერობით ვრ ვიტყვი.
_ არც ის იცით, ენმ ასეთ გარიგებაზე წავა თუ არა?
_ ენმ ამ ანგარიშში არ იქნება, მაგრამ შეიძლება, ვაშაძე იყოს.
_ ამ სცენარით, გამოდის, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილის „ჩაჩოჩებას“ აპირებს?
_ დიახ, ღარიბაშვილი გამოყენებული საგანია.
_ მაშასადამე, დღეს ღარიბაშვილი ცდილობს, დამოუკდიებელი თამაში ითამაშოს და სწორედ ამიტომ ამბობს, ვროკავშირი ჩემი უფროსი არაა და არც დახმარება გვინდაო?
_ ღარიბაშვილი გაბრაზებული, გაწიწმატებული და განსრისხებული კაცია, რომელიც აღსასრულს გრძნობს. ამ დიაგნოზის დასმა მასაც შეუძლია, ვისაც პოლიტიკაში ძალიან დიდი გამოცდილება არ აქვს.
ღარიბაშვილი ამ განცხადებებით აქცენტს ყველაზე დაბალი ხარისხის ელექტორატზე, ანუ იმ ხალხზე აკეთებს, რომელიც განრისხებული და გაბრაზებულია.
_ ეს გაბრაზებულ-განრისხებული ადამიანები, დაახლოებით, ისინი არიან, რომელბიც 5-6 ივლისს, თბილისის ქუჩებში ველურებივით დარბოდნენ, არა?
_ დიახ, ეს ხალხი ქუჩაში მაშინაც თვითონ გამოიყვანა და ახლაც აქცენტს მასზე აკეთებს, მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, განწირული სულისკვეთებაა.
_ ბატონო კოტე, რა ინფორმაცია გაქვს _ ივანიშვილი ღარიბაშვილს არჩევნების შემდეგ გადააყენებს?
_ დიახ. საერთოდ, ჩანს, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმი აღარ იქნება, მით უმეტეს, რომ ენმ-მ, გარკვეულ ფიგურებზე დაყრდნობით, სერიოზული შეცდომა დაუშვა.
_ სხვათა შორის, ასე ბევრი ფიქრობს...
_ მოკლედ, ჩემდა სამწუხაროდ, რეფერენდუმის სუნიც კი აღარ იგრძნობა. ეს ბიძინას თამაშია, რომელიც წინასწარ გაწერილია და შედეგის კონტურებიც აქვს, მაგრამ ეს არჩევნები ახლის დასაწყსი იქნება.
_ 3 ოქტომბრიდან რა სიახლეს უნდა ველოდოთ?
_ პირველ რიგში, იმას, რომ ღარიბაშვილები, წულუკიანები და ვიღაცები ჩაირეცხებიან!
_ 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. თქვენს მიერ დასახელებული სუბიექტები კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან და, უკაცრეავად, როგორ ჩაირეცხებიან?
_ პოლიტიკურად ჩაირეცხებიან და მოშორდებიან! ყოველ შემთხვევაში, ამის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება და ეს თავად ბიძინას უნდა! ახლა, კითხვის ნიშანი მხოლოდ იმაზეა, ვადამდელი გაზაფხულზე დაინიშნება თუ შემოდგომაზე, თუმცა ღარიბაშვილი შესაძლოა, მანამდე ჩაანაცვლოს და სხვა ვიღაცებიც შეცვალოს.
ასეა თუ ისე, ვადამდელი არჩევნების შემდეგ, კოალიციურ მთავრობას მივიღებთ.
_ ბატონო კოტე, ამ სცენარის არსებობით, წესით, ენმ-მაც უნდა იცოდეს.
_ დიახ, უნდა იცოდეს.
_ ჰოდა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა _ საარჩევნო კამპანიის დროს რატომ პასიურობს?
_ ალბათ, უიმედობისა და შეცდომების გამო.
_ ისე, თვითმმართველობის არჩევნებზე 3-პროცენტიანი ბარიერია, რომლის გადალახვა ზოგიერთ პატარა პარტიასაც არ გაუჭირდება, მაგრამ თქვენი პროგნოზით, გამარჯვებულთა პირველი სამეული ვისგან დაკომპლექტდება?
_ ეს სამპროცენტიანი მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ბიძინას ეთქვა, აი, დასვალეთის წინაშე აღებულ ვალდებულებას ვასრულებო. სხვათა შორის, დღევანდელი მოცემულობით, 43 პროცენტიან ბარიერს მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ყველაფერი ეს დამპალია და მომავალში აუცილებლად უნდა შეიცვალოს!
_ სისტემა რომ დალპა, ყველამ ვიცით, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ, ბატონო კოტე, ანუ გამარჯვებულთა სამეულში რომელი პარტიები იქნებიან?
_ არ ვიცი, რადგან ეს მხოლოდ ბიძინაზეა დამოკიდებული და შეუძლია, პირველ ადგილზე, მაგალითად, გახარია გაიყვანოს.
_ ენმ-ს სამეულში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არაა?
_ არა, სამეულში იქნება და ეს ბიძინას ინტერესშიცაა.
_ ივანიშვილს ასეთი ინტერესი რატომ აქვს?
_ ოპოზიცია ხომ უნდა გამოაჩინოს?
_ ამ ლოგიკით, შეუძლია, წინა პლანზე, მაგალითად, „მესამე ძალა“, ან „ლელო“ წამოსწიოს.
_ ვაშაძე კოალიციაში და შესაბამისად, მმართველი იქნება.
_ ანუ, ვადამდელის შემდეგ, არა?
_ დიახ.
_ ისე, კოტე ბატონო, დღევანდელ მოცემულობას, რაზეც საუბრობთ, სააკაშვილის რამე არაორდინალური ნაბიჯი, მაგალითად, საქართველოში დაბრუნება შეცვლის?
_ სააკაშვილის თანმიდმევრულობა, სამწუხაროდ, ვიცით.
_ რას გულისხმობთ?
_ გასაგები მიზეზების გამო, მას კარგად ვიცნობ.
_ ვიცი, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ სააკაშვილს ახასიათებს, როცა საუბარს შეყვება, გულწრფელი იყოს და ახლაც, ერთ-ერთ შეხვედრაზე გულწრფელად თქვა, ელოდეთ, ამერიკელები ცხენით როდის ჩამომიყვანენ, ყველას ფეხზე ვკიდივართ, ჩვენ თვითონ უნდა გავინძრეთ და თავს მივხედოთო.
_ ესე იგი, სააკაშვილმა იცის, რომ ამერიკელებს ფეხზე ჰკიდიათ?
_ დიახ და ამის შესახებ თავად თქვა, ხალხო, აშშ-ს ფეხზე ვკიდივართ და საქართველოში ურმით თუ მანქანით არავინ ჩამომიყვანსო.
_ საააკშვილი მწვავე განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ პოლიტიკური წონა არ დაკარგოს?
_ საკუთარ ამომრჩევლებს, პრაქტიკულად, უთხრა, ჩემი იმედი ნუ გექნებათ და რაღაც სასწაულს ნუ ელოდებითო.
_ ბატონო კოტე, რასაც საუბრობთ, გამოდის, რომ ივანიშვილის გეგმა მართლდება და 2030 წლამდე არაფერი შეიცვლება, არა?
_ არ არის გამორცხული, ასე მოხდეს.
_ მეგონა, მეტყოდით, არაო. ასეთი პესმისტი არასოდეს მინახიხართ, ბატონო კოტე.
_ ჩვენი ხალხის ნება ასეთია, რომ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია, პრაქტიკულად, იმ ხალხმა დამარხა, ვისტანაც ახლა მელია გაერთიანდა და ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა...
_ ვის გულისხმობთ?
_ სამადაშვილს, ერთ ვაშაძეს, მეორე ვაშაძეს და დანარჩენ სუყველას, თავის „რესპუბლიკელებიანად“ მიყოლებული.
მოკლედ, გაერთიანებული ოპოზიცია დამარხეს და ამასთან, ხალხის მხარდაჭერის ყველა იმედიც დაიმარხა, ანუ შარლ მიშელის უაზრო დოკუმენტით ხალხი და ოპოზიცია გაიხლიჩა!
ჰოდა, რაღაზე ვსაუბრობთ?
საერთოდ, ყოველთვის ოპოზიციაში ვიქნები იმიტომ, რომ ყველაფერი ის, რაც ბოლო წლებში ხდება და თუნდაც 2030-მდე მოხდება, სწორად არ მიმაჩნია, თუ ცოცხალი ვიქნები, ამას შევებრძოლები და ახალგაზრდობამ ყველაფერი გაიგოს, მაგრამ ყველაფერს ხალხს ნუ დავაბრალებთ! ყველაფერი აი, სწორედ იმ ოპოზიციური ერთიანობის დარღვევის ბრალია!
ისე, ერთადერთი, რამაც ივანიშილის ხელისუფგლებაში 2030 წლამდე ყოფნას შეიძლება, ხელი შეუშალოს, „ოცნების“ შიგნით აფეთქებაა! თუ სიტუაცია „ოცნებაშიც“ ისე აფეთქდა, როგორც თავის დროზე „ნაცმოძრაობაში“ აფეთქდა, მაშინ ახალი ხალხი გამოჩნდება...
_ ბოლოს, ბატონო კოტე, ზემოხსენებულ ვითარებას ვერც დასავლეთის სანქციები გადატეხს?
_ თუ კოალიცია იქნება, ანუ თუ ბიძინა კონფიგურაციას შექმნის, სანქციები რატომ უნდა იყოს?
_ სანქციებს ამ კონფიგურაციამდე ვგულისხმობ...
_ სანქციები არ იქნება!
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ წეღანაც გითხარით, მოლაპარაკებები უკვე მიდის იგივე აშშ-სა და ევროპასთანაც.
_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, CNews-მა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ შუშის სასახლეში დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩი და ოფიციალური ვაშინგტონის ორი ინკოგნიტო წარმომადგენელი ესწრებოდა. სტუმრებმა, როგორც სააგნეტოს წყარო ამბობს, ივანიშვილს კოალიციური მთავრობის შექმნა და „ოცნების“ დაფინანსებაზე უარის თქმა მოსთხოვეს...
_ დიახ, ამ ინფორმაციამ გამოჟონა.
სხვათა შორის, საერთაშორისო მოვკენებიც უნდა გავითვალსწინოთ.
_ კერძოდ
_ მაგალითად, ავღანეთის მოვლენებს რა მოჰყვა.
_ რას გულისხობთ?
_ იქიდან აშშ-ს ქაოსურ გასვლას... საერთოდ, ევროპულ-ამერიკული კოალიცია მთლიანად დასუსტდა. ამასობაში, რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის ახალი ხედვა წარმოიქმნა.
_ კი ბატონო, მაგრამ საქართველოსთან ეს რა კაშირშია?
_ ყველაფერი ეს ჩვენც გვეხება, რადგან შუაგულში ვართ, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს...