- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-05-27 07:20:35
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა.
დღეს, სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეები თინათინ ჯავახიშვილი და მარიამ მათიაშვილი დაიკითხებიან.
თინათინ ჯავახიშვილი ბავშვთა ფსიქოლოგია და ამ ნაწილში სხდომა დახურული იქნება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი მარიამ მათიაშვილი საჯაროდ გამოიკითხება.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა განიხილავს,
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. ჩოგბურთელი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.