QronikaPlus
კალაძის და ბერას მეგობარი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1-ელ ივნისს სოხუმს ეწვევა

კალაძის და ბერას მეგობარი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1-ელ ივნისს სოხუმს ეწვევა

2021-05-27 06:39:18

თბილისის მერის კახა კალაძის და ბერა ივანიშვილის მეგობარი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1 ივნისს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. ის სოხუმში, დინამოს სტადიონზე აფხაზი ახალგაზრდებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის უპასუხებს ადგილობრივი სპორტსმენების შეკითხვებს და შეაფასებს მათ ორთაბრძოლას.

_ ღონისძიებაზე მოხდება პლატფორმა „აფხაზეთის მომავლის“ პრეზენტაცია, _ ნათქვამია ანონსში.

ხაბიბი რომ აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ ბერამ და კალაძემაც იცოდნენ, მაგრამ მეგობრისთვის არც კი უთხოვიათ, აფხაზეთში ნუ ჩახვალო.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის დეკემბერში თბილისს ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი რამზან მაგომედოვი სტუმრობდა. მას კახა კალაძემ უმასპინძლა. ასევე გაიმართა ონლაინკონფერენცია, სადაც რეგიონში შერეული ორთაბრძოლების სახეობის განვითარებაზე ისაუბრეს. კონფერენციაში კალაძე და ბერა ივანიშვილიც მონაწილეობდნენ.

კალაძემ ხაბიბს თავისი მაისურიც გაუგზავნა საჩუქრად.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება