QronikaPlus
ქართველების მკვლელმა აფხაზმა ბოევიკებმა მცხეთაში იქეიფეს

ქართველების მკვლელმა აფხაზმა ბოევიკებმა მცხეთაში იქეიფეს

2021-04-13 02:58:09

პუტინის ერთ-ერთი პროპაგანდისტის პოზნერის თბილისური ვოიაჟი დღემდე დიდი მღელვარების საგანია. სამწუხაროდ ირკვევა, რომ საქართველოს დედაქალაქში მასზე უარესი ხალხი ჩამოდის და აქ უპრობლემოდ ატარებენ დროს. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ რამდენიმე წლის წინ თბილისში საქეიფოდ ჩამოვიდნენ ცნობილი აფხაზი ბოევიკები, ძმები ანჩაბაძეები.

_ ძმები ანჩაბაძეები ახლა რუსეთში ცხოვრობენ. საკმაოდ დიდი ფულის პატრონები არიან. აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს ისინი ფინანსურადაც ეხმარებოდნენ სეპარატისტებს და შეიარაღებულ კონფლიქტშიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთმა ძმამ თავისი 60 წლის იუბილე მცხეთაში აღნიშნა. ისინი თბილისში გაზპრომის ტოპ=მენეჯერებთან ერთად ჩამოფრინდნენ. მათ აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მათთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდნენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები. მათ შორის კახა კალაძე.

როცა ანჩაბაძეები უკან დაბრუნდნენ მათ ჰკითხეს, თბილისში რატომ გადაწყვიტეს ჩასვლა. იმ ძმამ რომლის დაბადების დღეც იყო, ასე უპასუხა, ხოში მქონსდა იმათ დედაქალაქში ჩავსულიყავი, ვისაც ომში ვხოცავდიო, _ გვიყვება პაატა დავითაია.

დავითაია ამბობს, რომ ანჩაბაძეების თბილისში ჩამოფრენის შესახებ ხმაური ატეხა. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იქეთ წაუყენეს პრეტენზიები.

_ საგანგებოდ მივმართე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ  თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს. იმის ნაცვლად რომ რეაგირება მოეხდინა, აქეთ დამადო ვალი, აგენტი ხარ, აბა საიდან იცი ანჩაბაძეები აქ რომ ქეიფობდნენო, _ აღნიშნავს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება