QronikaPlus
უცნობი ივანიშვილის კარზე ლაშა ნაცვლიშვილის ჩანაცვლებას ცდილობს

უცნობი ივანიშვილის კარზე ლაშა ნაცვლიშვილის ჩანაცვლებას ცდილობს

2021-04-09 09:36:33

მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის მოულოდნელი გააქტიურება რომ შემთხვევითი არაა, ამაზე ყველა თანხმდება. არც მისი პატრიოტული გრძნობების ამოხეთქვის სჯერა ვინმეს. 9 აპრილს მის მიერ ორგანიზებული აქცია ოპოზიციის წინააღმდეგ რომ იყო მიმართული, ეს თავიდანვე აშკარა იყო. მას შემდეგ რაც აქციაზე რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები გამოჩნდნენ, ყველანაირი კითხვები გაქრა.

ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი, რა სურს გიორგი გაჩეჩილაძეს იგივე უცნობს. ყველამ და მათ შორის ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, რომ  ის შემთხვევით არაფერს არ აკეთებს.

იყო ვარაუდი რომ გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის აპირებდა ბრძოლას. შესაძლოა სცადოს კიდევაც ბედი. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო „ქრონიკა+“-სთან საუბარში ამბობს,რომ ახლა უცნობს ყველაზე მეტად ლაშა ნაცვლიშვილის ადგილის დაკავება სურს. მას უნდა რომ ივანიშვილის კარზე მთავარი იდეოლოგი გახდეს.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება