QronikaPlus
Twitter-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

Twitter-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

2021-01-09 07:16:03

სოციალურ ქსელ Twitter-ის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ანგარიში პლატფორმიდან სამუდამოდ წაშლილია. 

დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება”,- წერია ტვიტერის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სოციალურმა ქსელმა, რომელმაც რამდენიმე საათით პრეზიდენტს ანგარიშზე წვდომაც შეუზღუდა, ასევე თქვა, რომ “წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი გააუქმებდნენ ანგარიშს”.

ნენე ინჯგია

გაზიარება