პარასკევი, 14 მარტი, 2025
2021-01-09 07:16:03
სოციალურ ქსელ Twitter-ის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ანგარიში პლატფორმიდან სამუდამოდ წაშლილია.
“დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება”,- წერია ტვიტერის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სოციალურმა ქსელმა, რომელმაც რამდენიმე საათით პრეზიდენტს ანგარიშზე წვდომაც შეუზღუდა, ასევე თქვა, რომ “წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი გააუქმებდნენ ანგარიშს”.
ნენე ინჯგია