- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-12-26 06:18:46
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1784 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 801 თბილისში აღირიცხა, 281 – იმერეთში, 121 – აჭარაში, 119 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში - 101, გურიაში - 40, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 140, კახეთში - 110, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 31, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 10.
გამოჯანმრთელდა 4119 პაციენტი.
26 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2352 კი გარდაიცვალა.
ნენე ინჯგია