QronikaPlus
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1784 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1784 შემთხვევა დაფიქსირდა

2020-12-26 06:18:46

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1784 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 801 თბილისში აღირიცხა, 281 – იმერეთში, 121 – აჭარაში,  119 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში - 101,  გურიაში - 40, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 140, კახეთში - 110, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 31, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 10. 

გამოჯანმრთელდა 4119 პაციენტი. 

26 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2352 კი გარდაიცვალა.

ნენე ინჯგია

გაზიარება