- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-12-17 11:03:07
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, სოფელ ვარციხეში მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ოჯახის წევრები - დედ-მამა და არასწრულწოლვანი შვილი დაიღუპნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გიორგი საკარული