- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2021-01-21 08:28:11
„ეს საერთო გამარჯვებაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ რუსეთისთვის სტრასბურგის სასამართლოში დავის მოგებას.
“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
ეს საერთო გამარჯვებაა!", - წერს სოციალურ ქსელში პრემიერი.
ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.
გიორგი საკარული