QronikaPlus
გიორგი გახარია: „ეს საერთო გამარჯვებაა!“

გიორგი გახარია: „ეს საერთო გამარჯვებაა!“

2021-01-21 08:28:11

„ეს საერთო გამარჯვებაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ რუსეთისთვის სტრასბურგის სასამართლოში დავის მოგებას. 

“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!

დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!", - წერს სოციალურ ქსელში პრემიერი. 

ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. 

გიორგი საკარული

გაზიარება