QronikaPlus
თელავში „ცოდნის ცენტრმა“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თელავში „ცოდნის ცენტრმა“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

2020-12-21 06:06:33



„ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, „ცოდნის ცენტრი“  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას შეუერთდა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდა.

პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკასთან დაკავშირებული საკონკურსო ნამუშევრები.

„ფეისბუქ მოწონებების საფუძველზე 3 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა, ხოლო 2 ნაშრომი  კომისიამ შეარჩია. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულები, სერტიფიკატებთან ერთად, „ბიბლუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ.

„ცოდნის ცენტრი“  სამომავლოდაც აპირებს კახეთის რეგიონის მასშტაბით მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რათა ახალგაზრდებს ავუმაღლოთ ცნობიერება და შევქმნათ უკეთესი მომავალი“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნის ცენტრის“ დამფუძნებელმა გვანცა მოლაშვილმა.

დაჯილდოების ღონისძიება თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში გაიმართა.

მაკა მოსიაშვილი



გაზიარება