QronikaPlus
მერიისგან მოტყუებულმა მოსახლეობამ ბათუმში აქცია გამართა

მერიისგან მოტყუებულმა მოსახლეობამ ბათუმში აქცია გამართა

2020-05-20 16:38:27

ბათუმში, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბათუმის მერიამ ინასარიძის #24-ში სკვერის მოწყობა დაანონსა და ამის შესაბამისი ბანერიც კი განათავსა, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იქ სკვერის ნაცვლად კორპუსის მშენებლობა დაიწყეს. აქციია მონაწილეების განცხადებით, იჩეხება ასწლოვანი ევკალიპტის ხეები, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ტერიტორია დაჭაობებულია და ევკალიპტი სწორედ მის ამოშრობას უწყობს ხელს. აქციის მონაწიილებმა როგორც „ქრონიკა+“-ს განუცხადეს თუ მერია მშენებლობის ნებართვას არ შეაჩერევს ისინი მასშტაბურ აქციებს გამართავენ. აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება