- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-14 10:39:17
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერებს გააცნეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით - „ზრუნვა ფერმერსა და სოფელზე“ და მათგან საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით: „მთავრობის ახალ ანტიკრიზისულ გეგმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კახეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. აღნიშნული პროგრამა თითოეული ფერმერისთვის სტიმულისა და იმპულსის მიმცემი იქნება. როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე კატეგორიის ფერმერი ამ ხელშესახები პროგრამის სიკეთის მიმღები გახდება“, - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა. თავის მხრივ, ფერმერების განცხადებით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ პროგრამის განხორციელება, რადგან ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდება მოტივაცია ფერმერული საქმიანობის წამოსაწყებად.
მაკა მოსიაშვილი