QronikaPlus
კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 33-მდე შემცირდა

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 33-მდე შემცირდა

2020-05-14 10:34:17

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 79 ნიმუში გაიგზავნა, აქედან 61-ის ტესტის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია, 18 მოქალაქის ანალიზის პასუხი კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 33-მდე შემცირდა, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა 4-ს მოეხსნა. ბოლო ინფორმაციით, სამი მუნიციპალიტეტის 11 საკარანტინო ზონაში 440 ადამიანი რჩება.

„ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე - საკარანტინო სივრცეებიდან. ამის პარალელურად მიმდინარეობს გაფართოებული და მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება“, - განმარტავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.

ცნობისთვის: კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში ჯამურად 2 ათას 486 ნიმუში გაიგზავნა, აქედან 905 მედპერსონალია, 736 - საკარანტინო ზონებიდან, 85 შშმ პირია, ხოლო ტესტირება ჩაუტარეს საბაჟოს 74 თანამშრომელს.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება