- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-08 13:37:24
თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე ზვავში მოყოლილი მამაკაცი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ცხედარს ფერდობზე მიაკვლიეს, სადაც თოვლის მასა რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა. სამძებრო სამუშაოები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო კახეთისა და თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე მეხანძრე-მაშველი.
უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე 5 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია „თუშეთისგზის“ თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. შემთხვევის დროს გადარჩა 65 წლამდე მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მაკა მოსიაშვილი