QronikaPlus
ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

2020-05-08 13:28:35

ამ წუთებში ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ითხოვენ შეხვედრას. აქტივისტები რეზო წულუკიძისა და ელდარ არძემაძის დაკავებას აპროტესტებენ. წულუკიძე და არძემაძე ორი დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ისინი უკანონოდ დააპატიმრეს, რის გამოც მათ გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც „ქრონიკა+“-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა გამოძიება ადმინისტრაციული წესით პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. აქციაზე სულ 4 პირია დაკავებული.

ხვიჩა მამულაძე

https://youtu.be/YPXTjnYbLfE

გაზიარება