QronikaPlus
ბათუმში COVID-19 კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში COVID-19 კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

2020-05-06 14:56:59

დღეს ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ covid-19 კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. გამოჯანმრთელებული პირები უკვე გადაიყვანეს საკარანტინე ზონაში. ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ მენეჯერმა, ლევან ანთაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. „ორმა პაციენტმა სრულად დაამარცხა ახალი კორონავირუსი, ეს დაადასტურა საკონტროლო ტესტებმაც და სხვა გამოკვლევებმაც. “, – განაცხადა ლევან ანთაძემ. შეგახსენებთ, რომ კლინიკა ,,მედალფაში” კოვიდინფიცრებულ პაციენტთა რაოდენობა 17-მდე შემცირდა.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება