QronikaPlus
კახი მაჭავარიანი: „22 მაისიდან  გეგმური პაციენტების მიღება შეგვეძლება“

კახი მაჭავარიანი: „22 მაისიდან გეგმური პაციენტების მიღება შეგვეძლება“

2020-05-04 13:12:47

საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკების უმეტესი ნაწილი პანდემიის გამო დაიკეტა. დღემდე  მხოლოდ რამდენიმე კლინიკა მუშაობს, რომელიც  მწვავე პაციენტებს ემსახურება (გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა). რაც შეეხება გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას, ის  მოსახლებისთვის 2020 წლის 22 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

რა რეკომენდაციების დაცვით გააგრძელებენ მუშაობას სტომატოლოგიური კლინიკები საქართველოში?

ქრონია+“-ის კითხვებს  მედიცინის აკადემიურმა  დოქტორმა (ქირურგი, ორთოპედი), კახი მაჭავარიანმა უპასუხა:

_ კახი, რა შეზღუდვებით  მუშაობს სტომატოლოგიური კლინიკები პანდემიის დროს?

_ 19 მარტიდან, როდესაც საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, სტომატოლოგიური კლინიკების უმეტესობა დაიხურა. სხვა ვითარებაში მოგვიწია მუშაობის გაგრძელება. გავაუქმეთ აბსოლუტურად  ყველა  გეგმური პაციენტის ვიზიტი კლინიკაში. დღესდღეობით მხოლოდ მწვავე პაციენტებთან ვმუშაობ, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო  გადაუდებელ  ქირურგიულ ჩარევას. რა თქმა უნდა, იმ მოთხოვნების სრული დაცვით ვმუშაობთ, რაც  გაწერილია ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ: ეს არის თერმოსკრინინგი, ასევე პაციენტის გამოკითხვა, სპეციალური  კითხვარის შევსება და ა. შ.

_ მაისის ბოლოდან  სტომატოლოგიურ კლინიკებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერი ტიპის  პაციენტს მოემსახურონ. საინტერესოა, რამდენად არის მზად საქართველოში არსებული კლინიკები?

_ მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 მაისიდან, გეგმური და ყველა სხვა პაციენტის მიღება შეგვეძლება. უბრალოდ, სავალდებულოა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც დადგენილია ექიმებისა და პაციენტების უსაფრთხოებისთვის. ჯანდაცვის სამინიტროს მოთხოვნა უსაფრთხოების კუთხით, პანდემიის გამოცხადების შემდეგ, თითქმის  იგივეა, რაც უკვე არსებობდა და ამ წესების დაცვა ისედაც სავალდებულო იყო. ეს არის ვენტილაცია, ნიღბები, ბაქილები; მხოლოდ ერთჯერადი მოხმარების ხალათები დაემატა და ახლა უკვე სავალდებულოა  ყოველი  პაციენტის მომსახურების შემდეგ მისი  გამოცვლა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: როდესაც 22 მაისიდან კლინიკები ამუშავდება, მანამდე სპეციალური ჯგუფები კლინიკებს  შეამოწმებენ. ვინც ვერ დააკმაყოფილებს სამინისტროს მიერ დადგენილ უსაფრთხოების   სტანდარტს, მუშაობასაც ვერ გააგრძელებს.

ლევან ქემოკლიძე 

გაზიარება