QronikaPlus
გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 11 სახეობის პროდუქტში 82 ათასი ლარი გამოყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 11 სახეობის პროდუქტში 82 ათასი ლარი გამოყო

2020-04-30 11:59:22

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 2252 აღსაზრდელისთვის სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

თითოეულ ოჯახს 11 სახეობის პროდუქტი დღეს გადაეცა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 ათასი ლარი გამოიყო.

პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის მარტისა და აპრილის ნახევარში აღსაზრდელთა კვების სასურსათო კალათებისთვის 128 ათასი ლარი უკვე დაიხარჯა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება