- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-09 11:26:18
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. პაციენტთა ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრებში რჩება. ექიმების ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, რეგიონის ოთხივე ცხელების ცენტრში 73 საწოლია მოწყობილი. აქედან ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში - 30, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში - 20; თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, ხოლო საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსში“ - 9. აღნიშნული კლინიკის დირექტორის, დავით ჯიქიას განმარტებით, ისინი მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში არსებული 52-ვე საწოლი გამოიყენონ და სრული დატვირთვით იმუშაონ.
ბოლო ცნობებით, კახეთის რეგიონში ეპიდმდგომარეობა კვლავ სტაბილურია და covid-19-ით დაინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.
მაკა მოსიაშვილი