- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-08 10:07:00
ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ვანის მუნიციპალიტეტსაც უკავშირდება. „მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ასევე, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა და ამ ეტაპისთვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ იგივე რეგულაცია, რაც სხვა 9 მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური გავრცელდება,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ლევან ქემოკლიძე