QronikaPlus
COVID-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა ბათუმში

COVID-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა ბათუმში

2020-04-08 08:25:14

,,გუშინ ღამით ბათუმში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა. ხუთივე მათგანი არის ბოლო შემთხვევის კონტაქტირებული პირი. საუბარია იმ პაციენტზე, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერ დაუდგენელია და მას უკავშირდება როგორც სამედიცინო პერსონალის კონტაქტები, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სამეზობლოს კონტაქტები“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

დაინფიცირებულები ამ დროისთვის კლინიკა ,,მედალფაში” გადაიყვანეს.

ბათუმში,  დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის 14 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 გამოჯანმრთელდა, ერთის მდგომარეობა კი ისევ სტაბილურად მძიმეა.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება