- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-07 12:03:23
დღეს ბათუმში სასტუმრო Welmond-ში კარანტინში მყოფი ქართველები თბილისში ბრუნდებიან. ისინი ორი კვირის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. თუმცა, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი, გადამოწმების მიზნით, ერთი დღით გვიან დაბრუნდება სახლში. შეგახსენებთ, რომ 23 მარტს რეისი ბერლინი-თბილისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, სადაც 180 მგზავრი იმყოფებოდა. ქართველები 14 დღის განმავლობაში სასტუმრო Welmond-ში კარანტინის რეჟიმს გადიოდნენ. მათ შორის იყო „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი გიორგი საკარული.
ხვიჩა მამულაძე