QronikaPlus
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი: „წარმოუდგენელია, ტაძარში არ იყოს მსახურება“

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი: „წარმოუდგენელია, ტაძარში არ იყოს მსახურება“

2020-04-05 12:58:26

ალავერდის მამათა მონასტერში საკვირაო წირვა-ლოცვა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე დავითის გადაწყვეტილებით2 მეტრამდე დისტაციის დაცვის მიზნით ტაძარში მოსულ მრევლს სპეციალური მონიშვნები დახვდა. ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ  როგორც  საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე - ერთჯერადი ჭიქებიდან.

მღვმდელმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა იქადაგა და  მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა:

„ტაძარში ყოფნა არის  გამოუთქმელი ზეიმი და სიხარული. ვერაფერი შეცვლის ტაძარში მსახურების მადლსა და  სულიერ  ძალას. წარმოუდგენელია, ტაძარში არ იყოს მსახურება. არ ვამბობთ, როგორი იქნება აღდგომის ღამე. რაც არ ვიცით, ხვალ რა იქნება, იმაზე  არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთი კი ვიცი, რომ უნდა ვწიროთ და დღესასწაული აღვნიშნოთ. როგორ იქნება და რანაირად, ღმერთი გამოაჩენს. მათთვის სასწაული არაფერია,  ვისაც  ღმერთი არ უყვარს და უგნურებით ებრძვის მას. ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნითო - არ დაიჯეროთ, რადგან ზიარება საფრთხის შემცველი არ არის. მსახურებაზე ცუდი არ მოხდება, თუმცა არაფერია გამორიცხული, გვახსოვს ეპიდემიები. გვეუბნებიან, ტაძრის გარეთ დავდგეთ.  აბა, წარმოიდგინეთ - ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის,  როცა  აღდგომის ღამისთევის დროს ტაძარი ცარიელდება,  ეს სიმბოლოა, რომ მაცხოვრის საფლავი როგორც იყო ცარიელი, ტაძარიც ამიტომ ცარიელდება და როცა შემოვდივართ, შემდეგ ვანთებთ სანთლებს", - განმარტა მეუფე დავითმა. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ეკლესიაში ორმეტრიანი დისტანციის  დაცვას  მიესალმება და მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება