- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-04 12:57:08
დღეს საქართველოს 200-მდე მოქალაქე დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნდება. ფრენას ქართული კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს.
„ქრონიკა+“ აეროპორტში ესაუბრა საქართველოს მოქალაქე მარიამ როდონაიას, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებოდა საქართველოში დაბრუნებას:
„23 მარტს შეწყდა ფრენა საქართველოს მიმართულებით ბრიტანეთიდან. მანამდე დაბრუნება მინდოდა და ვერ მოვახერხე. ამ წუთებში დასრულდა თვითმფრინავში მგზავრების ჩასხდომა, ყველა ერთმანეთის გვერდით ვართ და დისტანციის დაცვა ფიზიკურად ვერ მოხერხდება. ყველას უკეთია ხელთათმანები, პირბადეები. სხვა განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიღებული არ არის. სავარაუდოდ, ბათუმში დავფრინდებით და სასტუმრო „ოაზისში“ გადაგვიყვანენ“.
ლევან ქემოკლიძე