- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-04 11:15:41
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი და საკრებულო, „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდება და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავს. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, რეგიონში ყველა საჯარო მოხელე მზად არის, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ადამიანებს, რომელიც ამ პროცესმა დააზარალა, ფინანსური მხარდაჭერა ამ ფორმით საჯაროდ გამოუცხადოს.
სოლიდარობის აქტის შესახებ ცნობილი 2 აპრილს გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.
მაკა მოსიაშვილი