- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-04 11:08:16
დღეის მდგომარეობით კახეთში COVID 19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თვითიზოლაციაში იმყოფება 52 მოქალაქე. თვითიზოლაცია მოეხსნა 27 მოქალაქეს.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე ომყოფება 604 მოქალაქე.
კახეთში ე. წ. ცხელების ცენტრებად შერჩეულია 4 კლინიკა, მათ შორის, 2 თელავში, 1 ლაგოდეხსა და 1 -საგარეჯოში. ამ კლინიკებში, 4 დღის განმავლობაში, ტრენინგები ჩაატარეს სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა. მათ უკვე დაიწყეს პაციენტების მიღება.
ამჟამად ისინი ოპერირებენ, როგორც შერეული კლინიკები.
მაკა მოსიაშვილი