QronikaPlus
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია

კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია

2020-04-04 11:08:16

დღეის მდგომარეობით კახეთში COVID 19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თვითიზოლაციაში იმყოფება 52 მოქალაქე. თვითიზოლაცია მოეხსნა  27 მოქალაქეს.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე ომყოფება 604 მოქალაქე.

კახეთში ე. წ. ცხელების ცენტრებად შერჩეულია 4 კლინიკა, მათ შორის, 2 თელავში, 1 ლაგოდეხსა და 1 -საგარეჯოში. ამ კლინიკებში, 4 დღის განმავლობაში, ტრენინგები ჩაატარეს სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა. მათ უკვე დაიწყეს პაციენტების მიღება.

ამჟამად  ისინი ოპერირებენ, როგორც შერეული კლინიკები.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება