QronikaPlus
მორიგი „ქურდული“ ნათლობა პეტერბურგში და ქუთაისელი ნათლიები

მორიგი „ქურდული“ ნათლობა პეტერბურგში და ქუთაისელი ნათლიები

2014-10-09 06:50:02

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм» იუწყება, გასულ უქმეებზე რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში (სანკტ პეტერბურგი) მორიგი ქურდული ნათლობა შედგა. ,,ქურდულ სხოდკაზე“ შავი ჩოხა თენგო გალსკიმ მოისხა. თენგოს საკითხი, დიდ სერობაზე მისმა გალელმა ნათესავებმა, ირაკლი და ლევან ბულისკირიებმა გადაწყვიტეს, რომლებსაც მხარს ჰუსეინ სლეპოი, დათო კრასნოდარსკი, არი არმავირსკი და მათი საერთო ნათლულები, კუსო, მახო და მინდია უმშვენებდნენ. აღნიშნული ღონისძიების საპატიო სტუმრის სტატუსით კი ქუთაისელი ,,კანონიერი ქურდი“ თმაშევერცხლილი საჩინო სარგებლობა, რომელის სიტყვაც თენგოს მომავლის განსაზღვრის ბოლო აკორდი აღმოჩნდა. სანკტ პეტერბურგი, უკვე რამოდენიმე ათეული წელია ,,კანონიერი ქურდების“ ერთგულ ქალაქად ითვლება. ამ ხნის მანძილზე რუსეთის ჩრდილოეთის ცივმა მხარემ უამრავი ,,ისტორიული“ ფიგურა წარმოაჩინა საკუთარი დიდებით თუ ტრაგედიით.  გამონაკლისი არც უახლესი ეპოქაა და არისტოკრატების ქალაქში სხვადასხვა ,,ქურდული კლანის“ წევრი კრიმინალური გენერლების ინტერესები ხშირად გადაკვეთილა. თენგოს ,,ნათლობის“ ინიციატივით, აფხაზეთიდან გადმობარგებული ძმები ქარდავები რამოდენიმეჯერ უშედეგოდ   ცდილობდნენ, თუმცა თენგო ქურდული ,,სამსჯავროს“ წინაშე მაინც მათი ინციატივით წარსდგა. ძმები ქარდავების კლანის წევრად ადგილობრივი სლავური დაჯგუფების ლიდერი ლიოხა ირკუტსკი მოიაზრება. ქარდავების კლანს ბარიერს, ქართული დაჯგუფება უქმნის, რომლესაც რაჟდენი, ლაშა ბარჯღა (ქუთაისელი) და ახლო წარსულში ქურდად კურთხეული ზურა კეხელი ლობირებენ. არის კიდევ მირიჩი, რომელმაც თურქეთში დამცირებულ ალბერტ რიჟის მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. ახალგაზრდა თაობას პლუს 90-იან წლებში პეტერბურგში დაფუძნებული მოხუცი ,,ზაკონნიკები“ სერიოზულ წონას წარმოადგენენ. რაც შეეხებათ ძმებ ქარდავებს, მათი „ზემლიაკი“ თენგოს ნათლობა, მათ გარეშე შედგა და ,,ქურდულ სხოდკაზე“ ისინი არამც თუ მიიპატიჟეს, არამედ არც აზრი ჰკითხეს. ,,ქურდული“ კნონების მიხედვით აღნიშული საქციელი დამცირებად ითვლება და სავარაუდოდ ძმები ქარდავები იმოქმედებენ.

გაზიარება