QronikaPlus
ლიბერიაში ებოლას ვირუსს ამერიკული ლაბორატორიები შეისწავლიან

ლიბერიაში ებოლას ვირუსს ამერიკული ლაბორატორიები შეისწავლიან

2014-10-08 06:13:00

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, ლიბერიაში, ებოლას ვირუსის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად, სამი სამედიცინო მობილური ლაბორატორია გახსნა. ინფორმაციას აფრიკის კონტინენტზე, ამერიკული სამხედრო უწყების მეთაურზე დევიდ როდრიგესზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters -ი არცელებს. ,,ლაბორატორიებში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მედ პრესონალი იმუშავებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების კვლევით ცენტრს წარმოადგენენ. ჩვენი მედიკოსები 24 საათის განმავლობაში მიიღებენ უახლეს ინფორმაციას, დაავადების ეპიცენტრიდან“ - აცხადებს როდრიგესი. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბერიაში პარალელურად 20 სამხედრო სამედიცინო დარგის ექსპერტი მუშაობს, რომლებიც ამერიკის ინფექციური დაავადების ცენტრის საიდუმლო სამსახურის აგენტები არიან.

გაზიარება