QronikaPlus
რუსეთმა როსტოვის ოლქში სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაკეტა

რუსეთმა როსტოვის ოლქში სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაკეტა

2014-07-01 10:09:06

რუსეთის ფედერაციამ როსტოვის ოლქში, უკრაინასთან საერთო სასაზღვრო ზონაში, სამი გამშვები პუნქტის მუშაობა შეაჩერა. მიზეზად რუსული მხარე, ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებების განახლებას ასახელებს. ინფორმაციას როსტოვის რეგიონის საზღვრის დაცვის სამმართველოს უფროსზე, ვასილი მალაევზე დაყრდნობით РИА «Новости» ავრცელებს. ,,მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას უკრაინული მხარე ვერ გვაძლევს, მივიღეთ გადაწყვეტილება სასაზღვრო გამშვები პუნქტები ,,დონეცკი“ „ნოვოშახტინსკი“ და „გუკოვო“ დროებით დავკეტოთ. პარლელურ რეჟიმში რუსი მესაზღვრეები გაძლიერებული ძალებით განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის საზღვრის დაცვას“ აცხადებს მალაევი.

გაზიარება