QronikaPlus
ელტონ ჯონი ვლადიმერ პუტინთან გეების უფლებების განხილვას გეგმავს

ელტონ ჯონი ვლადიმერ პუტინთან გეების უფლებების განხილვას გეგმავს

2014-06-29 10:29:28

ბრიტანელი მუსიკოსი სერ ელტონ ჯონი რუსეთის ფედერაციაში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ტელეარხ Sky News.-თან ინტერვიუს დროს ცნობილმა მუსიკოსმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა, რუსეთში გეების უფლებების დაცვა იქნება. ,,მე შევხვდები ვლადიმერ პუტინს და მასთან უამრავ საჭირბოროტო საკითხზე ვისაუბრებ, თუმცა არ ვიცი შედეგი როგორი იქნება. ვიცი მხოლოდ ერთი რამ, ეს საკითხი დიალოგის გარეშე არ მოგვარდება“ განაცხადა ელტონ ჯონმა. მისი თქმით ის რუსეთის ფედერაციაში სტურმობას 2014 წლის ნოემბრის თვეში გეგმავს.

გაზიარება